ფინანსური ანგარიშგების აუდიტი _ საკანონმდბლო მიზნებისთვის, დამფუძნებლებისთვის, კრედიტორებისთვის ,ინვესტორებისთვის წარსადგენად

საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღეს მოთხოვნის მიხედვით ყველა კომპანია წარადგენს ფინანსურ ანგარიშგებას. მთავრობის ინიციატივით, ფინანსური ანგარიშგების წარდგენა აუცილებელი გახდა.

FSG- მ უკვე განახორციელა  ცვლილებები,  რომელიც წინა წელს ეკუთვნოდა და კომპანიები სიახლეებისთვის მოამზადა. რაც მნიშვნელოვანია, FSG უფრო მეტს სთავაზობს მომხმარებლებს, ვიდრე ანგარიშგებაა. სწორედ ამიტომ ამ კონკრეტული მოთხოვნებით, არამარტო სახელმწიფო ინტერესდება, არამედ ეს მნიშვნელოვანია როგორც კრედიტორებისთვისა და მომხმარებლებისთვის, ასევე  მომავალი (შესაძლო) ინვესტორებისთვისაც.

ამავე კანონმდებლობით კომპანიები დანაწევრდა   კატეგორიების მიხედვით.  1-ლი და მე-2 კატეგორიის კომპანიებმა წარადგინეს 2017 წლის ანგარიში 2018 წლის ოქტომბერს, ახლა 2018 წლის უნდა ჩააბარონ 2019 ოქტომბრამდე.  მე-3 და მე-4 კატეგორიის კომპანიებმაც 2018 ანგარიშგება 2019 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ. მართალია მე-3 და მე-4 კატეგორიის კომპანიებს, აუდირებული ანგარიშგების ჩაბარება არ ევალებათ, შეუძლიათ არააუდირებული ჩააბარონ.

FSG, ყველა კატეგორიის საწარმოს სთავაზობს მომსახურებას. 1-ლი და მე-2 კატეგორიისას აუდიტის ჩატარებას. მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებს ანგარიშგების მომზადებას. უხარვეზოდ ანგარიშგების ჩაბარებისთვის  საჭირო პროცედურების, სამუშაოების ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ საწარმოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რომლებმაც უკვე ჩააბარა ანგარიშგება, მოდიფიცირებული დასკვნა მიიღო აუდიტორებისგან.

„უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიებს უფრო მაღალი  სტანდარტების დანერგვას ვთავაზობთ, ვიდრე სახელმწიფო სთხოვს. ვინც პირველად წარადგინა დასკვნა, დადებითი შედეგი ვერ მიიღო. უმრავლესობამ კი მოდიფიცირებული რეზულტატი დადო. კომპანიებს შევახსენებთ, რომ დროულად მოგვმართონ, ჩვენი გუნდი კი სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს, არამარტო აუდიტზე, არამედ აქტივების შეფასებაზე, ფუნქციების განაწილებასა და სტრუქტურის შექმნაზე. ასევე დეპარტამენტებს (განყოფილებებს) შორის ინფორმაციის გაცვლასა და პასუხისმგებლობების განაწილებაზე“ – განაცხადა დავით ლომსაძემ.

FSG არასდროს ერიდება ახალ გამოწვევებს. მუდმივ რეჟიმში ეძებენ სიახლეებს და რაც მნიშვნელოვანია, სწავლობენ მათ სფეროში დანერგილ ახალ საკითხებს.

„შესწავლილი გვაქვს ფინანსურ ანგარიშგებაში შემავალი ცვლილებები. მართალია ჩვენ საერთაშორისო კომპანია არ ვართ, მაგრამ მოვიძიეთ ინფორმაცია, გავიარეთ ტრენინგი, ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიიდან მოწვეული გვყავდა  უცხოელი ექსპერტი, რომელმაც დაგვატრეინინგა და უშუალოდ ამ ცვლილებების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ – განაცხადა დავით ლომსაძემ.

ფინანსური ანგარიშგება  რთული თემაა. ამ ყველაფერს კი  FSG  მაღალ პროფესიონალურ დონეზე აკეთებს.

“FSG”-ის არა მარტო ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ატარებს, აგრეთვე  აქვს დიდი გამოცდილება, კომპანია მოამზადოს გასაყიდად ისე, რომ ხარვეზები აღმოფხვრას. მყიდველისგას მოწვეულმა აუდიტორმა და შემფასებელმა დადებითი შეფასება მიცეს კომპანიას, კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას ანგარიშგებას.

ენდეთ ჩვენს გამოცდილებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

top