ACCA – F7  თავი 11.  განხილვა

უცხოური ვალუტა

უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული გადაფასებების ღრიცხვა

*1- კომენტარი იხილეთ ტექსტის ბოლოს

ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული შედეგების ბუღალტრული აღრიცხვა

გამოქვეყნებულ ტექსტს აქვს შემდეგი მიზნები: დამწყებ ბუღალტრებს დაეხმაროს უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგების აღრიცხვაში, ხოლო პირებს, რომელთაც სურვილი აქვთ დამოუკიდებლად შეისწავლონ “ACCA”-ის პროგრამა, დაეხმარო ტექსტის შინაარსის უკეთ გაგებასა და გააზრებაში. ავტორი არ აცხადებს პრეტენზიას “ACCA”-ის სახელმძღვანელოს იდეალურად განხილვაზე. პირიქით, ელოდება მოთხოვნებს და დასაბუთებულ შენიშვნებს. F7 სახელმძღვანელოს მე-11 თავი შემთხვევით არ არის შერჩეული დასაწყისში განსახილველად. უცხოურ ვალუტის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ხშირად მოქმედ ბუღალტრებსაც უჩდებათ კითხვები.

პირველ ეტაპზე განვიხილავთ მხოლოდ “ACCA”-ის სახელძღვანელოში მოცემულ თემებს. მკითხველის გამოხმაურების (მოთხოვნის) შემთხვევაში, მეორე ეტაპზე განვიხილავთ უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებთან დაკავშირებულ საგადასახადო თემებს, აგრეთვე იმ სააღრიცხვო საკითხებს, რომლებიც არ არის სახელმძღვანელოში განხილული.

როგორც აღნიშნეთ პირველ ეტაპზე განხილულია მხოლოდ “ACCA”-ის სახელმძღვანელოში მოცემული საკითხები. არ იქნება სწორი ვთქვათ, რომ განვიხილავთ კურსთაშორის სხვაობას ან საკურსო სხვაობას. ორ ვალუტას შორის საკურსო სხვაობა ყოვლთვის იარსებებს. საკურსო სხვაობა იცვლება ჩვენ ვაწარმოებთ გამოთვლებს ცვლილებების შედეგების მისაღებად  და განვიხილავთ მათ შედეგად წარმოშობილ საბუალტრო ჩანაწერებს.

ბასს – 21

განვიხილოთ “ACCA”-ის სახელმძღვანელოში მოცემული განმარტებები და ტერმინები. გავარჩიოთ მაგალითები. ამონარიდები სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტიდან  შეფერილია ლურჯი ფერით.

გავეცნოთ წიგნში მოცემულ მნიშვნელოვან საკითხებს.

გაცვლითი კურსები:

  • სპოტ სავალუტო კურსი ოპერაციის მოხდენის თარიღში არსებული სავალუტო კურსი.
  • საბოლოო სავალუტო კურსი არის საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული სავალუტო კურსი.
  • საშუალო სავალუტო კურსი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არსებული საუალო სავალუტო კურსი.

აქტივები და ვალდებულებები

  1. ფულადი მუხლი: მუხლი რომლის კონვერტაცია ადვილად განხორციელდება, მაგ. დებიტორული დავალიანება, კრედიტორული დავალიანება, სესხები (მიღებული/გაცემული სესხები).
  2. არაფულადი მუხლი: მუხლი, რომელიც არ იძლევა ფულადი სახსრების მიღების ან გაცემის საშუალებას, მაგ: მარაგი, ძირითადი საშუალებები,თვე გაცემული ავანსი და მიღებული ავანსი, რომელიც ძირითადი საშუალების, საქონლის, მომსახურების მიწოდებას ითვალისწინებს.

ვალუტა:

სამუშაო ვალუტა აღნიშნავს იმ ძირითადი ეკონომიკური გარემოს ვალუტას, სადაც საწარმო ეწევა საქმიანობას (ბასს 21). უმეტეს შემთხვევაში, ეს იქნება ადგილობრივი ვალუტა.

წარსადგენი ვალუტა აღნიშნავს ვალუტას, რომელიც გამოიყენება საწარმოს ფინანსური ანგარიშგების წარსადგენად.   

სამუშაო ვალუტა

ბასს 21-ის მიხედვით, სამუშაო ვალუტის განსაზღვრისას საწარმომ მხედველობაში უნდა მიიღს შემდეგი პირველადი ფაქტორები:

  • ვალუტა, რომელიც უმთავრეს გავლენას ახდენს საქონლისა და მომსახურების სარეალიზაცი ფასებზე;
  • იმ ქვეყნის ვალუტა, რომლის კონკურენცია და მარეგულირებელი წესები, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საქონლისა და მომსახურების სარეალიზაციო ფასებს;
  • ვალუტა, რომელიც უმთავრეს გავლენას ახდენს საქონლისა და მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მასალების, შრომით და სხვა დანახარჯებზე.

თუ პირველადი ფაქტორები დამაჯერებელი არ არის, საწარმომ უნდა განიხილოს მეორეული ფაქტორები:

  • ვალუტა, რომელშიც მიიღება სახსრები საფინანსო საქმიანობიდან (ე.ი. სავალო და წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვებიდან);
  • ვალუტა, რომელშიც, ჩვეულებრივ, ხდება საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული სახსრების შენახვა.

გადაანგარიშების მექანიზმი:

როდესაც საწარმო შედის სამეურნეო გარიგებაში, რომელიც ფიქსირებულია მისი სამუშაო ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, აღრიცხვამდე სამეურნეო გარიგება უნდა გადაანგარიშდეს სამუშაო ვალუტაში.

გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი გაცვლით კურსი:

  • ოპერაციის განხორციელებისას არსებული სპოტ გაცვლითი კურსი;
  • მოცემული პერიოდის საშუალო გაცვლითი კურსი იმ შემთხვევაში, თუ გაცვლით კურსს საგრძნობი მერყეობა არ განუცდია.

ფულადი სახსრებით გადახდა

თანხის, მაგ. კრედიტორული დავალიანების გადახდისას, გადახდილი თანხა უნდა გადაანგარიშდეს გადახდის დღეს არსებული სპოტ სავალუტო კურსით. თუ ეს თანხა განსხვავდება იმ თანხისგან, რომლითაც სამეურნეო გარიგება აისახა, წარმოიშობა საკურსო სხვაობა, რომელიც აისახება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში (იხ. ქვემოთ მოცემული საკურსო სხვაობის ბუღალტრული აღრიცხვა).

წლის საბოლოო ნაშთების ბუღალტრული აღრიცხვა

  • თუ საანგარიშგებო თარიღისათვის სამეურნეო ოპერაციის თანხა მიღებული ან გადახდილი არ არის, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ასახული იქნება გადაუხდელი აქტივი ან ვალდებულება;
  • თუ აქტივი ან ვალდებულება ფულადი მუხლია, იგი გადაანგარიშდება წლის ბოლოს არსებული საბოლოო კურსით;
  • თუ აქტივი ან ვალდებულება არაფულადი მუხლია, არ გადაანგარიშდება და მისი აღრიცხვა გაგრძელდება თავდაპირველი სავალუტო კურსით;
  • ფულადი მუხლების გადაანგარიშებისას წარმოქმნილი საკურსო სხვაობა აღიარდება მოგებაში ან ზარალში (აისახება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში).

საკურსო სხვაობის ბუღალტრული აღრიცხვა:

  • თუ საკურსო სხვაობა წარმოიქმნება სავაჭრო სამეურნეო ოპერაციების შედეგად, იგი სხვა საოპერაციო შემოსავლის ან ხარჯის მუხლში აისახება;
  • თუ საკურსო სხვაბა წარმოიქმნება არასავაჭრო სამეურნეო ოპერაციების შედეგად, იგი მისაები პროცენტის ან მსგავსი შემოსავლის ან ფინანსური დანახარჯის მუხლში აისახება.

წლის საბოლოო ნაშთის ბუალტრული აღრიცხვა

  • თუ საანგარიშგებო თარიისთვის სამურნეო ოპერაციის თანხა მიღებული ან გადახდილი არ არის, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ასახული იქნება გადაუხდელი აქტივი ან ვალდებულება;
  • თუ აქტივი ან ვალდებულება ფულადი მუხლია, იგი გადაინგარიშება წლის ბოლოს არსებული საბლოო კურსით;
  • თუ აქტივი ან ვალდებულება არაფულადი მუხლია, იგი არ გადანგარიშება და მისი აღრიცხვა გაგრძელდება ავდაპირველი სავალუტო კურსით;
  • ფულადი მუხლების გადანგარიშებისას წარმოქმნილი საკურსო სხვაობა აისახება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში.

არაფულადი მუხლები

  • თვითღირებულების მოდელი

თვითღირებულებით აღრცხული არაფულადი მუხლები გადაანგარიშდება თავდაპირველი სავალუტო კურსით და წლის ბოლოს არ გადანგარიშდება.

*თვითღირებულების მოდელის გამოყენებისას აქტივად აღიარების შემდეგ, ძირითადი საშუალებების ესა თუ ის ერთეული უნდა აღირიცხებოდეს მისი თვითღირებულებიდან დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის გამოკლების შედეგად მიღებული თანხით.

თავდაპირველი გარიგების ბურალტრული აღრიცხვა

სამეურნეო ოპერაციაში შესვლის მომენტში სამეურნეო ოპერაცია უნდა გადაანგარიშდეს სამუშაო ვალუტაში ოპერაციის განხორციელებისას არსებული სპოტ სავალუტო კურსით.

ფულადი სახსრებით გადახდა

გადახდილი თანხა უნდა გადაანგარიშდეს გადახდის დღეს არსებული სპოტ კურსით.

წლის ბოლოს ნაშთის ბურალტრული აღრიცხვა

ფულადი მუხლები გადაანგარიშდება წლის ბოლოს არსებული საბოლოო კურსით. არაფულადი მუხლები არ გადაიანგარიშება.

საკურსო სხვაობის ბუღალტრული აღრიცხვა

საკურსო სხვაობა აისახება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ცვლილება რეალურ ღირებულებაში აისახება კაპიტალში (მაშინ საკურსო სხვაობა ასახული იქნება კაპიტალში).

„ფულადი მუხლი“ ეს ტერმინი მარტივი გასაგები იქნებოდა ასე რომ იყოს  ახსნილი: ერთ პირს მეორე პირისგან ფულის მიღებაზე მოთხოვნის უფლება აქვს ან პირიქით, ერთ პირს ფულის გადახდის ვალდებულება აქვს მეორეს მიმართ, მაგალითად: დებიტორული დავალიანების, კრედიტორული დავალიანების და სესხის შემთხვევაში ერთი მხარე ელოდება ფულის მიღებას, მეორე მხარე აღიარებს ვალდებულებას  ფულის გადახდაზე. „ფულად მუხლებს“ სხვანაირად ზოგიერთი სპეციალისტი განმარტავს, როგორც – „ფულად სახსრებზე მოთხოვნის უფლების მქონე მუხლებს“. რა თქმა უნდა, ეს ტერმინი დებიტორის მხრიდან არის  განხილული. ჩვენ ვიწყებთ განხილვას კრედიტორის მხრიდან, იმ მიზეზით, რომ სახელძღვანელოს მივყვებით.

ფულადი მუხლისა (I) და  არაფულადი მუხლის (II) შედარება:

  1. რას გულისხმობენ „ფულადი მუხლი”- განმარტებაში – “რომლის კონვერტაცია ადვილად განხორციელდება“. კრედიტორული დავალინება ფულის გადახდით იფარება და მოწოდებული საქონელით ან მომსახურებით წარმოიშობა. როდესაც არსებობს კრედიტორული დავალიანება, ეს ნიშნავს, რომ გარიგება განხორციელდა და კრედიტორს პირდაპირ ფულის მოთხოვნის უფლება აქვს.
  1. რა იგულისხმება “არაფულად მუხლში”?
  • მიღებული ავანსი ამ დროს, მომხმარებელს წინასწარ აქვს ფული გადახდილი მომწოდებლისთვის (საქონლის ან მომსახურების მიღებაზე აქვს უფლება ფულის მიღებაზე კი არა).
  • მარაგი (სასაქონლომატერიალრი მარაგი) არ იძლევა პირდაპირ ფულადი სახსრების მიღების უფლებას. მარაგს ფლობს პირი, რაც ნიშნავს, იმას, რომ იგი ჯერ არ გაყიდულა; შესაძლოა მარგი გაყიდვამდე ჯერ საქონლად გარდაიქმნას (კონვერსიას საჭიროებდეს), უნდა გარდაიქმნას სასაქონლო მარაგად. სასაქონლო მარაგს ვფლობთ, რაც ნიშნავს, იმას, რომ ის მზადაა გასაყიდად, მაგრამ გარიგება არ შემდგარა. ის უნდა გაიყიდოს და შემდგომ გარდაიქმნას ფულად ან დებიტორულ დავალიანებად (მომხმარებლის მხრიდან – კრედიტორულ დავალიანებად)

განვიხილოთ მაგალითები:

  1. ფულად სახსრებზე მოთხოვნა ან ვალდებულება წარმოიშობა. 

ცნობილია შემდეგი ინფორმაცია:

  • 2019 წლის 15 ნომბრის კურსი  1 USD/ 2,9608 GEL;
  • 2019 წლის 8 დეკემბრის კურსი 1 USD/ 2,9466 GEL;

ქართულმა კომპანია, რომლის სამუშაო ვალუტა ლარია, 2019 წლის 15 ნოემბერს ფრანგული კომპანიისგან შეიძინა 10 000 დოლარის ღირებულების საქონელი. ფრანგულმა კომპანიამ ამავე დღეს წარუდგინა ინვოისი თანხის გადახდაზე. ინვისის მიხედვით გადახდის ვადა 25 დღეა. ქართულმა კომპანიამ  საქონლის თვითღირებულება (ან შესყიდვა) და ვალდებულბა აღიარ 29 608 ლარად 2019 წლის 15 ნოემბერს, ხოლო ფრანგულ კომპანიას ვალდებულების დასაფარავად 8 დეკემბერს 10 000 დოლარი გადაუხადა, რაც 29 466 ლარია – 142 ლარით ნაკლები თავდაპირველად აღიარებულ ვალდებულებაზე.

*გადახდის დროს მოხდება ვალდებულების შემცირებით გადაფასება და სხვაობა აისახება მოგებაზე.

გამოთვლები:

  1. თავდაპირველი აღიარება   2,9608 * 10 000 = 29 608
  2. გადაფასება 2,9608*10 000 – 2,9466 * 10 000 = 142

ოპერაციების ბუღალტრული ჩანაწერები:

  1. 2019 წლის 15 ნოემბერი (მარაგების შეძენა)

დებეტი     შეძენები (მარაგი) (*1)                                 29 608 ლარი

კრედიტი   ვალდებულება მომწოდებლებთან          29 608 ლარი

  1. 2019 წლის 8 დეკემბერი

დებეტი     ვალდებულება მომწოდებლებთან                          29 608 ლარი

კრედიტი  მოგებისა და ზარალის ანგ. (საკურსო მოგება)           142 ლარი

კრედიტი  ფული                                                                              29 466 ლარი

  1.     ფულადი მუხლის გადაფასება საანგარიშო პერიოდისთვის.

ცნობილია შემდეგი ინფორმაცია:

  • 2019 წლის 15 ნომბრის კურსია 1 USD/ 2,9608 GEL;
  • 2019 წლის 31 დეკემრის კურსია 1 USD/ 2,8677 GEL.

ქართულმა კომპანია, რომლის სამუშაო ვალუტა ლარია, 2019 წლის 15 ნოემბერს ფრანგული კომპანიისგან შეიძინა 10 000 დოლარის ღირებულების საქონელი. ფრანგულმა კომპანიამ ამავე დღეს წარუდგინა ინვოისი თანხის გადახდაზე. ინვისის მიხედვით გადახდის ვადა 55 დღეა. ქართულმა კომპანიამ საქონლის თვითღირებულება (ან შესყიდვა) და ვალდებულბა უნდა აღიაროს 29 608 ლარად 2019 წლის 15 ნოემბერს ამავე დღის კურსით. ქართულ კომპანიას 31 დეკემბრისთვის ჯერ ვალდებულება დაფარული არ აქვს და ადგენს პერიოდის ფინანსურ ანგარიშს.

მიუხედავად იმისა, რომ გადახდა ამ დღეს არ ხორციელდება, ვალდებულება ფულადი მუხლია და უნდა გადაფასდეს ანგარიშგების დღისთვის, უფრო სწორად  10 000 დოლარის ვალდებულბის შეფასება 31 დეკემბრისათვის არსებული კურსით ლარში უნდა მოხდეს

გამოთვლები:

  1. 10 000 * 2,9608 – 10 000 * 2,8677 = 931
  2. 15 ნოემბერს 29 608 ლარით (10 000 * 2,9608) მოხდება თავდაპირველი აღიარება.
  3. 31 დეკემბერს გადაფასდება ვალდებულება, 931 ლარით შემცირება და მოგებაზე აისახება.

ოპერაციების ბუღალტრული ჩანაწერები:

  1. 2019 წლის 15 ნოემბერი

დებეტი      შეძენები (მარაგი)(*1)                                             29 608 ლარი

კრედიტი   ვალდებულება მომწოდებლებთან                      29 608 ლარი

  1. 2019 წლის 31 დეკემბერი (ვალდებულების გადაფასება)

დებეტი         ვალდებულება მომწოდებლებთან                         931 ლარი

კრედიტი      მოგებისა და ზაალის ანგ. (საკურსო მოგება)    931 ლარი

ორ თემას მივაქციოთ ყურადება: 

  1. 31 დეკემბერს კურსი შემცირდა 15 ნოემბრთან შედარებით, რამაც გამოიწვია ვალდებულების შემცირება ანგარიშგების შედგენის დღისთვის. გადაფსებისას საკურსო მოგება წარმოიშობა. კურსი რომ გაზრდილიყო, საკურსო ზარალი წარმოიშობოდა. 
  2. შეძენილი მარაგის გადაფასება არ მოხდება, რადგან ის არაფულადი მუხლია და მისი თვითღირებულების აღიარება განხორცილდა მიღების დღს არსებული კურსით.

იხილეთ სახელმძღვანელოში განხილული მაგლითები სახელწოდებით – „შეამოწმე შენი ცოდნა“. ჩვენ მიერ განხილული 1-ელი და მე-2 ამოცანები მსგავსია სახელმძღვანელოში მოყვანილი მაგალითებისა. ჩვენს შემთხვევაში, გამარტივების მიზნით, სამუშაო ვალუტად ეროვნული ვალუტა ავირჩიეთ. არ განვიხილავთ სახელმძღვანელოში მოცემულ 1-ელიმე-2-ს მსგავს მაგალითს. დავარღვიოთ სახელმძღვანელოს მიმდევრობა და განვიხილოთ მე-3 ამოცანა, კერძოდ, შემთხვევა, როდესაც მომწოდებლებზე გადახდილია ავანსი უცხოურ ვალუტაში.

მე-3 ამოცანა.

ცნობილია შემდეგი ინფორმაცია:

  • 2019 წლის 15 ნომბრის კურსი 1USD/ 2,9608 GEL;
  • 2019 წლის 31 დეკემრის კურსი 1USD/ 2,8677 GEL.

ქართულმა კომპანია, რომლის სამუშაო ვალუტა ლარია, 2019 წლის 15 ნოემბერს ფრანგულ კომპანიას  ავანსად  (წინასწარ) გადაუხადა 10 000 დოლარი.  გარიგების მიხედვით ფრანგულმა კომპანიამ 2020 წლის 5 იანვრამდე უნდა მოაწოდოს აღნიშნული თანხის ღირებულების საქონელი. ფრანგულმა კომპანიამ საქონელი 2020 წლის 5 იანვარს მოაწოდა. 31 დეკემბერს ქართული კომპანია ადგენს ანგარიგებას. შევასრულოთ გამოთვლები და საბუალტრო ჩანაწერები. 

ოპერაციების ბუღალტრული ჩანაწერები:

  1. 2019 წლის 15 ნოემბერი

დებეტი     მომწოდებლებზე გადახდილი ავანსი   29 608 ლარი

კრედიტი  ფული                                                            29 608 ლარი

ავანსად გადახდილი თანხა არაფულადი მუხლია, როგორც ქართული, ისე ფრანგული კომპანიისთვის. 31 დეკემბრს ქართული კომპანია ბალანსში 29 608 ლარის ღირებულების გადახდილ ავანს დატოვებს და არ მოახდენს მის გადაფასებას. ავანსის გადაფასება არ მოხდება არც საქონლის მიღებისას. საქონლის  მიღებისას გადახდილი ავანსი შემცირება და ამავე თანხით საქონელი (შესყიდვები) გაიზრდება. ადგილი ექნება შემდეგ ბუღალტრულ ჩანაწერს:

  1. 2020 წლის 5 იანვარი

დებეტი საქონელი (შესყიდვები)                                   29 608 ლარი

კრედიტი      მომწოდებლებზე გადახდილი ავანსი   29 608 ლარი                          

განვიხილოთ სახელმძღვანელოში მოცემული მაგალითი – “შეამოწმე შენი ცოდნა 3”:

შპს “ABC”-ის საანგარიშო პერიოდი მთავრდება 202X წლის 31 დეკემბერს, ხოლო მისი სამუშაო ვალუტა აშშ დოლარია.

202X წლის 25 ოქტომბერს “ABC”-მ შვედი მომწოდებლისგან შეიძინა საქონელი, რომლის ღირებულებამ 286 000 შვედური კრონა (SWK) შეადგინა.

SWK-ს სპოტ სავალუტო კურსები: 

  • 202X წ. 25 ოქტომბერი $1 =  SWK 11.16
  • 202X წ. 16 ნოემბრი $1 =  SWK 10.87
  • 202X წ. 31 დეკემბერი $1 =  SWK 11.02

მოგეთხოვებათ გამოთვლების განხრციელება შემდეგი შემთხვევებისთვის:

(ა) “ABC”-იმ 202X წლის 16 ნოემბრს 286 000 SWK-ის ოდენობის ვალდებულება გადაიხადა;

(ბ) საანგარიშო პერიოდის ბოლოს კრედიტორული დავალიანება ჯერ კიდევ არ არის გადახდილი.

ა ვარიანტის ამოხსნა:

(ა)  სამეურნეო ოპერაცია დოლარში უნდა აისახოს, ვინაიდან ის ძირითადი სამუშაო ვალუტაა. აღიარდება მარაგის მიღება (შეძენა) და ვალდებულება. ადგილი ექნება გამოთვლას 25 ოქტომბერს არსებული კურსით (286 000 / 11.16 = 25 627$) და შემდეგ ჩანაწერს:

  1. 25 ოქტომბერი

დებეტი     მარაგები (შესყიდვები)               25 627$

კრედიტი  კრედიტორული დავალიანება  25 627$

  1. 16 ნოემბერს მოხდება გადახდა და გადახდის დროს გადაფასდება ვალდებულება. ადგილი ექნება გამოთვლას ამავე დღის კურსით (286 000/10.87= 26 311$;               26 311$-25 627$ =684$)
  2. 16 ნოემბერი

დებეტი      კრედიტორული დავალიანება                                 25 627$

დებეტი      მოგება-ზარალის ანგარიში  (საკურსო ზარალი)      684$

კრედიტი   ფული                                                                               26 311$

ბ ვარიანტის ამოხსნა:

(ბ) ვარიანტი. ვინაიდან სანგარიშო პერიოდის დასასრულს 31 დეკმბერს ვალდებულება დაფარული არ არის, გადაფასდება და ანგარიშგებაში მოხვდება არსებული კურსით. 

ადგილი ექნება შემდეგ გამოთვლებს:

286 000/11,02= $25,953

25,953-25,627=$326

  1. 31 დეკემბრი

დებეტი      მოგება-ზარალის ანგარიში (საკურსო ზარალი)   326$

კრედიტი    კრედიტორული დავალიანება                                  326$

გავიხსენოთ, რომ კრედიტორული დავალიანება ფულადი მუხლია, რომლიც ფულის მიღების მოთხოვნას ან გადახდის ვალდებულებას აღიარებს. გაცემული/მიღებული ავანსი არაფულადი მუხლია – არაა ფულადი სახსრების მიღების ან გადახდის საშუალება.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია გამოიყენეთ 1-ლი- მე-3 კითხვების ამოხსნისას.

202X წლის 28 მარტს აშშ-ში დაფუძნებულმა საწარმომ  200 000 Kr-ად საქონელი საზღვარგარეთ გაყიდა, როდესაც გაცვლით კურსი 0.65 Kr : 1 $ იყო.

202X წლის აპრილში მომხმარებელმა გადაიხადა დავალიანება, როდესაც გაცვლითი კურსი 0.70 Kr : 1 $ იყო.

202X წლის 30 ივნისს დამთავრებულ წელს გაცვლით კურსი 0.75 Kr : 1 $ გახდა.

  • მოამზადეთ გაყიდვის სამეურნეო ოპერაციის საჟურნალო გატარებები, რომელსაც განახორციელებს აშშ-ის საწარმო;
  • აჩვენეთ, როგორ აისახება 202X წლს აპრილში მიღებული ფულადი სახსრები;
  • რა ოდენობი მოგება ან ზარალი აისახებოდა მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში, თუ დავალიანება საანგარიშგებო პერიოდის ბოლომდე არ იქნებოდა გადახდილი?
  • 202X წლის 28 მარტს აშშ-ში დაფუძნებულმა საწარმომ საქონელი 200 000 Kr–ად შეიძინა, როდესაც გაცვლითი კურსი 0.65 Kr : 1 $ იყო.

   202X წლის 30 ივნისს დამთავრებულ წელს გაცვლით კურსი 0.65 Kr : 1 $ გახდა.

თუ წლის ბოლოს საქონელი არ გაიყიდა და საწარმოს მარაგში დარჩა, რა თანხით იქნებოდა ასახული?

  • საწარმომ მიწა კრედიტში 100 000 Kr-ად შეიძნა, როდესაც გაცვლით კურსი 1 Kr : 0.85 $ იყო. საანგარიშგებო წლის ბოლოს საწარმოს მომწოდებლისთვის ფული არ გადაუხდია. წლის ბოლოს გაცვლით კურსი Kr 1 : 0.92 $ იყო.
  • ქვემოთ მოცემული რომელი სამი თანხა იქნება ასახული წლის ბოლოს ფინანსურ ანგარიშგებაში?

ა.        ძირითადი საშუალება                                             85 000$

სავაჭრო კრედიტორული დავალიანება                    85 000$

გ.        საკურსო ზარალი                                                         7 000$

დ.  ძირითადი საშალება                                                   92 000$

ე.        სავაჭრო კრედიტორული დავალიანება               92 000$

საკურსო ზარალი                                                                         0$

“შეამოწმე შენი ცოდნა 4”

ოპერაციების ბუღალტრული ჩანაწერები:

  • საქონლის გაყიდვა – გადაანგარიშეთ ამონაგები სამეურნეო ოპერაციის შესრულების თარიღისათვის არსებული გაცვლით კურსით: 200 000 Kr /0.65 = 307 692 $;

დებეტი     დებიტორული დავალიანება     307 692$

კრედიტი  ამონაგები                                        307 692$

    • გადახდის დროს წარმოქმნილი საკურსო სხვაობის ზარალი: 307 692 $ – 285 714 $ (200 000/0.70) = 21 978$;
  • საკურსო ზარალის აღიარება (საჟურნალო გატარება):

დებეტი    ბანკი                                                                               285 714$ 

დებეტი    მოგებისა და ზარალის ანგ. (საკურსო ზარალი)    21 978$ 

კრედიტი დებიტორული დავალიანება                                   307 692$

  • ფულადი მუხლი უნდა გადაანგარიშდეს საანგარიშგებო წლის ბოლოს არსებული გაცვლითი კურსით:

200 000 Kr / 0.75 = 266 667 $ 

  • გადაანგარიშების შედეგად დებიტორული დავალიანების ნაშთი 41 025 $-ით შემცირდება და შესაბამისად, აღიარდება ზარალი საკურსო სხვაობიდან (საჟურნალო გატარება):

ზარალი საკურსო სხვაობიდან: 307 692 $ – 266 667 $ = 41 025 $

დებეტი     მოგებისა და ზარალის ანგარიში (საკურსო ზარალი)           41 025 $

კრედიტი  დებიტორული დავალიანება                                                       41 025 $ 

  • საანგარიშგებო თარიღისათვის მარაგის ნაშთი არ გადაანგარიშდება, ვინაიდან მარაგი არაფულადი მუხლია და ბალანსში მოხდება თავდაპირველი ღირებულებით (307 692 $).

საჟურნალო გატარებები:

  • შეძენის მომენტში:

200 000 Kr / 0.65 = 307 692 $ 

დებეტი     შესყიდვები 

 კრედიტი  კრედიტორული დავალიანება

  • მარაგი შეფასება შეუცვლელი დარჩება საანგარიშგებო თარიღისათვის;
  • მარაგების შეძენისას ადგილი ექნება გატარებას:

 დებეტი      შეძენები (მარაგი) (*1)                                                       307 692$  

 კრედიტი   ვალდებულება მომწოდებლებთან                                 307 692$

  • კრედიტორული დავალიანების ანგარიში გადაანგარიშდება წლის ბოლოს:

200 000 Kr / 0.75 = 266 667 $

შემოსულობა საკურსო სხვაობიდან = 307 692 $ – 266 667 $ = 41 025 $ 

დებეტი     ვალდებულება მომწოდებლებთან                                              41 025 $

კრედიტი  მოგებისა და ზარალის ანგ. (შემოს. საკურსო სხვაობიდან)   41 025$

  • ა, გ და ე  – ამ პასუხის ახსნას ველოდები მკითხველისგან.
  • შეძენის მომენტში:

100 000 Kr x 0.85 = 85 000$ 

დებეტი      გრძელვადიანი აქტივები                                             85 000$ 

კრედიტი   კრედიტორული დავალიანება                                    85 000$ 

ძირითადი საშუალება არაფულადი მუხლია და წლის ბოლოს 85 000 $-ად იქნება ასახული. კრედიტორული დავალიანება ფულადი მუხლია და საანგარიშგებო პერიოდის (წლის) ბოლოს გადაანგარიშდება:

100 000 Kr x 0.92 = 92 000$ 

კრედოტორული დავალიანების ნაშთი გაიზრდება 7 000  $–ით

საკურსო ზარალი = 92 000 $ – 85 000 $ = 7 000 $

  • დებეტი     მოგებისა და ზარალის ანგ. (საკურსო ზარალი)                      7 000 $
  • კრედიტი  კრედიტორული დავალიანება                                                      7 000$

*1 კომენტარი: “დებეტი შეძენები 29 608 ლარი” – მარაგების შეძენა ასეთი ფორმით არის განხილული სახელმძღვანელოში ანუ წარმოდგენილია აღრიცხვის პერიოდული მეთოდით. მუდმივი (პირდაპირი) მეთოდით რომ იყოს წარმოდგენილი, იქნებოდა „დებეტი მარაგი 29 608 ლარი“. ამ თემას დეტალურად განვიხილავთ მარაგების აღრიცვის დროს.

 

top