სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები  –  საგადასახადო შეღავათები:

საგადასახადო შეღავათები მცირე  ბიზნესისთვის

გამოყენებული ტერმინები:

‘მიკრო’ – მიკრო ბიზნესის სტატუსი

‘მცირე’ – მცირე ბიზნესის სტატუსი

‘ფიქსირებული’ – ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი

სტატიაში განხილულია სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები: მიკრო ბიზნესის სტატუსი,  მცირე ბიზნესის სტატუსი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი.

სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის, მცირე ბიზნესის სტატუსის და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებზე.

სტატიის ბოლოს მოცემულია გარკვეულ საქმიანობათა  ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში აკრძალულია მცირე და მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება.

მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს. მიკრო მიზნესის სტატუსით რეგისტრირებული პირი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან, სამუშაოს შესასრულებლად არ იყენებს დაქირავებულ პირებს, სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი არ აღემატება 45 000 ლარს და ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს. არსებობს საქმინობის გარკვეული ჩამონათვალი, რომელზეც ზემოთ აღნიშნული 30 000 ლარამდე შემოსავლის შეზღუდვა არ ვრცელდება. როდესაც შემოსავლები დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციაზე დადდგომის  ზღვარს მიაღწევს მიკრო ბიზნეს არ აქვს უფლება იყოს დღგ-ს გადამხდელი ან მიკრო ბიზნესის სტატუსიდან უნდა გამოვიდეს.   

რაც შეეხება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც გადასახადს იხდის შემოსავლის მიხედვით. შემოსავლის მიხედვით განსაზღვრული გადასახადი შეიძლება იყოს 1%, მაშინ როდესაც წლიური შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს ან 3% იმ შემთხვევაში  თუ შემოსავალი გადააჭარბებს დადგენილ 500 000 ლარს. გარდა ამისა მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისთვის არსებობს წინაპირობა, რომლის მიხედვითაც ორი წლის განმავლობაში თითოეული კალენდარული წლის შემოსავალი 500 000 ლარზე მეტს არ უნდა შეადგენდეს.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს აქვს უფლება სამუშაოს შესრულების მიზნით დაიქირავოს მუშახელი.

მცირე მეწარმე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას იწყებს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციისას და არ იხდის შემოსავლის მიხედვით მიმდინარე  გადასახადს.

მცირე მეწარმე დასაშვებია იყოს დღგ-ს გადამხდელი. იგი დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო წესით რეგისტრირდება,როგორც ჩვეულებრივი მეწარმე.

სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს ასევე ექვემდებარება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი, რომელიც შეიძლება იყოს შპს ან ინდ.მეწარმე.

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი შეუძლია მიიღოს,როგორც ფიზიკურმა, ასევე იურიდიულმა პირმა. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები იბეგრებიან შემოსავლის 3%- ით, ან ფიქსირებულად 1- დან 2000 ლარამდე.

ფიქსირებული გადასახადის გადამხელი არ შეიძლება იყოს დღგ-ს გადამხდელი. დღგ-ს სავალდებულო წესით რეგისტრაციისას უქმდება ‘ფიქსირებულის’ სტატუსი. აღნიშნული სტატუსის მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ გამოიყენონ დაქირავებული პირის შრომა.

‘ფიქსირებული’  სტატუსის მქონე პირები სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას იწყებენ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციისას და არ იხდიან მიმდინარე გადასახადებს ( მოგების გადასახადი, საშემოსავლოს გადასახადი)

აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება

1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 261 პუნქტით გათვალისწინებული („საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა“) საქმიანობისა.
2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30 000 ლარს.
3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება.
4. სამედიცინო (გარდა „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფლის ექიმისა და ექთნის/ფერშლის მიერ გაწეული საქმიანობისა), არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.
5. სათამაშო ბიზნესი.
6. ვაჭრობა.


შენიშვნა: აღნიშნული დანართის მე-6 პუნქტი არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება.


აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება


1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 261 პუნქტით გათვალისწინებული („საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა“) საქმიანობისა.
2. საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება).
3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება.
4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.
5. სათამაშო ბიზნესი.
6. პერსონალით უზრუნველყოფა.
7. აქციზური საქონლის წარმოება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

top