გამოყენებული ტერმინები:

დამატებული ღირებულების გადასახადი – დღგ

სსკ ან სკ „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ ან შესაბამისად საგადასახადო კოდექსი

სტატია განკუთვნილია მენეჯერიბისთვის, იურისტებისთვის, დამწყები ბუღალტრებისთვის.

საკითხები  განხილულია  2019 წლის  12 თებერვლის საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გათვალსწინებით.

როგორ დავგეგმოთ გადასახადები

როგორ დავგეგმოთ დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ).

თემა შედგება 3 ნაწილისგან:

  • როგორ გამოვითვალოთ დღგ-ს ვალდებულება
  • ჩასათვლელი დღგ
  • გადასახდელი დღგ

თავდაპირველად განვიხილოთ

  1. (სსკ მუხლი 169. დღგ-ს განაკვეთები).

განვიხილოთ შემდეგი მაგალითი. მოყვანილ მაგალითში ნაგულისხმევია, რომ გაყიდვები დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება.

პირველ რიგში განვიხილოთ, როგორ  გამოითვლება დღგ-ს გადასახადი.

ა.  განვიხილოთ შემთხვევა- შესაძლოა ვიცოდეთ ნივთის ან მომსახურების გასაყიდი ფასი  დღგ-ს გადასახადის გარეშე. აღნიშნული თანხა არის 100 ლარი, გამომდინარე იქიდან, რომ დღგ არის გასაყიდი ფასის 18%,   დღგ იქნება 18 ლარი (100*18%=18) და შესაბმისად გასაყიდი ფასი დღგ-ს ჩათვლით იქნება 100+18=118 ლარი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოვთვალეთ მყიდველისგან მისაღები თანხა. ამ ფორმით არის წარმოდგენილი დღგ საგადასახადო კოდექსში (სსკ). „დღგ-ს განაკვეთი შეადგენს“ ა) „დასაბეგრი ბრუნვის ან საქონლის ინპორტის  თანხის 18 პროცენტს“.

ახლა კი განვიხილოთ დღგ-ს ჩათვლით გადასახდელი თანხიდან დღგ-ს გამოთვლის წესი:

ბ.  შესაძლოა ვიცოდეთ გასაყიდი ფასი (სრულად გადასახდელი თანხა)   დღგ-ს ჩათვლით და გამოვთვალოთ რამდენია დღგ-ს გადასახადი. მისღები თანხიდან გამოვყოთ (განვაცალკეოთ) დღგ და შემოსავალი (დღგ-ს გარეშე ღირებულება). მაგალითად ვიცით, რომ დღგ-ს ჩათვლით  გასაყიდი ფასია 118 ლარი, დღგ იქნება 18 ლარი (118/118*18=18), ხოლო შემოსავალი იქნება 118-18=100.  ამ შემთხვევაში მთლიან მისაღები თანხის რამდენი პროცენტია დღგ? 18/118*100=15.25423729%. დღგს თანხა შესაძლებელია დავადგინოთ, როგორც პროცენტის ისე პროპორციის გამოყენებით.

გავითვალისწინოთ, რომ დღგ-ს გადასახადის ვალდებულება სსკ  მიხედვით წარმოიშობა რეალიზაციის (მიწოდებისთანავე) ან ავანსის თანხის მიღებისთანავე. ავანსი თუ უსწრებს რეალიზაციას ავანსის მიღებისთანავე.

განვიხილოთ თანხების მოძრაობა დღგ-ს დასაბეგრი ოპერაციების დროს. მაღლა მოყვანილ მაგალითს თუ გავითვალისწინებთ 118 ლარი გაყიდვიდან მისაღები თანხაა,  100 შემოსავალია 18 ლარი დღგ-ს ვალდებულება.

დავაკვირდეთ შემდეგ გარემოებას; 118 ლარს მომხმარებელი გვიხდის და ჩვენ მიღებული თანხიდან ვიხდით გადასახადს. მომხმარებელს ვახდევინებთ გადასახადს მერე ვიხდით. ასეთი ბუნებიდან გამომდინარე დღგ მიეკუთვნება არაპირდაპირი გადასახადების ჯგუფს.  არაპირდაპირი გადასახადი (ტერმინთა განმარტება.  8 მუხლი 3 ნაწილი).

2.   დღგ-ს ჩათვლა. (დღგ-ს ჩათვლა. მუხლი 173).

ჩასათვლელი დღგ ბუნებით იგივეა, რაც წინასწარ გადახდილი გადასახადი, რადგან წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს ამცირებს.

გ) მაგალითი. დღგ-ს გადამხდელისგან  უნდა  შევიძინოთ  საქონლი  590 ლარად.

ფასი მოიცავს დღგ-ს.

გ) მაგალითის გამოთვლები    
საქონლის შესაძენად გადასახდლი  თანხა   590
ჩასათვლელი დღგ იქნება =590/118*18 90
საქონლის თვითღირებულება =590-90 500

ჩასათვლელი დღგ შეგვიძლია გამოვითვალოთ პროცენტის დახმარებით. 590*15.25423729%=90

3. გადასახდელი დღგ

 დ) მაგალითი. დღგ-ს გადამხდელისგან  უნდა  შევიძინოთ  საქონლი  590 ლარად და შემდეგ უნდა გავყიდოთ ამავე თვეს (ამავე სააღრიცხვო პერიოდში) 708 ლარად. ფასები მოიცავს დღგ-ს.

დ) მაგალითის გამოთვლები    
საქონლის შესაძენად გადასახდლი  თანხა   590
ჩასათვლელი დღგ იქნება =590/118*18 90
საქონლის თვითღირებულება =590-90 500
  გაყიდვიდან ფულის შემოდინება (გასაყიდი საქონლის ფასი იქნება – დღგ-ს ჩათვლით)   708
მათ შორის დღგს ვალდებულება იქნება =708/118*18 108
მოსალოდნელი შემოსავალი =708-600 108
     
ბიუჯეტში გადასახდელი დღგ (დღგ-ს ვალდებულებას  მინუს ჩასათვლელი დღგ) =108-90 18
     
ფულის გადინება – საქონლის შესაძენად   590
ფულის შემოდინება – საქონლის  გაყიდვისას   708
ფულის ნაშთი გადახდის და თანხის მიღების შემდეგ იქნება 708-590 118
118 ლარიდან ბიუჯეტში გადასახდელია დღგ 18 ლარი 108-90 18
კომპანიას დარჩება   100
     
დამატებით შეიძლება აღვნიშნოთ    
რეალიზებული საქონლის თვითღირებულება იქნება   500
შემოსავალი რეალიზაციიდან   600
მოგება ოპერაციიდან (შეძენა – გაყიდვიდან) =600-500 100

რეკომენდაცია: ფულადი ნაკადების მოძრაობის დასაგეგმად სასურველია გავითვალისწინოთ დღგ-ს ჩათვლით თანხები, ხოლო მოგების დასაგეგმათ დღგ-ს გარეშე თანხები.

ავტორი : დავით ლომსაძე

top