FSG ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე. კომპანია ცდილობს მოიზიდოს სტაბილური კადრები, თუმცა ასევე მზადაა ითანამშრომლოს იმ კანდიდატებთან, რომლებიც მოკლე დროით, იმ პროფესიის გაცნობით არიან დაინტერესებულნი, რომელი მომსახურების სახეებიც აქვს FSG-ის წარმოდგენილი.
კადრების შერჩევის პროცესში ყველაზე დიდი ყურადღება კანდიდატის გულახდილობაზე მახვილდება, რაც გულისხმობს პოტენციური დამსაქმებლისთვის რეალური მიზნების გაზიარებას და პროფესიული განვითარების მოლოდინების გაცნობას.
კომპანია უპირატესობას ანიჭებს კადრებს, რომლებსაც სამუშაოს ძიების პროცესში საკუთარი ხედვა და მიზნები უკვე ჩამოყალიბებული აქვთ.
იმისათვის, რომ კომპანიაში დასაქმებულმა კადრმა ხელმძღვანელობისგან მიიღოს რეკომენდაცია, მას უნდა გააჩნდეს FSG-ში მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება.
ჩვენი კომპანია ამაყობს მაღალკვალიფიციური, სტაბილური კადრებით და მუდმივად ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებაზე.
FSG -ის წარმომადგენლები ზრუნავენ, არა მხოლოდ საკუთარ თანამშრომლებზე, არამედ გარკვეულ დროს უთმობენ მათ ვინც კომპანიას მიმართავს რჩევისთვის, სამუშაოს მოპოვებასთან და პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით.
FSG კანდიდატის დასაქმების დროს იცავს შემდეგ თანმიმდოვრობას:
FSG-ში დასაქმების მსურველმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები: