fbpx Skip to main content Skip to search

Archives for დამწყები ბუღალტერი

სესხის (კრედიტის) გრაფიკის შედგენა და სესხის პროცენტის გამოთვლა

სესხი შესაძლოა გაცემული იყოს განსხვავებული პირობებით, თუმცა გამოყოფენ  გრაფიკით ან თავისუფალი გრაფიკით გაცემულ სესხებს.

წინასიტყვაობა: ჩვენ მიერ განხილული მაგალითები შექმნილია დამწყები ბუღალტრებისთვის, ფინანსისტებისთვის, მენეჯერებისთვის და იმ პირებისთვის, ვინც საკრედიტო დაწესებულებისგან ან სხვა გზით აპირებს სესხის აღებას. პრეტენზია არ გვაქვს, იდეალურად ავხსნათ სესხის გრაფიკთან და პროცენტთან დაკავშირებული გამოთვლები, ასევე არ გვაქვს ახსნილი გრაფიკთან დაკავშირებული ბუღალტრული ჩანაწერები, თუმცა, მოთხოვნის ან გამოხმაურების შემთხვევაში, შეგვიძლია ეს ინფორმაციაც განვათავსოთ. თითოეული მაგალითი განცალკევებულად განიხილება და ამიტომ, მიუხედავათ იმისა, რომ შინაარსი მეორდება, გამოყენებული არ გვაქვს ტექსტის შემოკლება და ამიტომ, ყოველ შემდგომ ამოცანაში ტექსტის ნაწილი გამეორდება.

პირველ რიგში, განვიხილოთ თავისუფალი გრაფიკით გაცემული სესხი. ასეთ შემთხვევაში, პროცენტს ითვლიან ძირი თანხის ბუღალტრული ნაშთიდან, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ როდის ბრუნდება თანხა მსესხებლისგან  გამსესხებელზე, რომელი უფრო ადრე იფარება – სესხის ძირი თანხა, თუ პროცენტი. ასევე მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულია თუ არა ხელშეკრულებაში ეს შეთანხმება.

ეტაპობრივად განვიხილოთ მაგალითები. პირველ რიგში, განვიხილოთ თავისუფალი გრაფიკით გაცემული სესხის რამდენიმე შემთხვევა:

მაგალითების უკეთ განხილვის მიზნით, დაამუშავეთ ექსელის ფაილი სახელწოდებით „სესხის გრაფიკი“

  1. განვიხილოთ შემდეგი შემთხვევა: ვიგულისხმოთ, რომ  2019 წლის 5 ინვარს X კომპანიამ 10 000 ლარის ოდენობის სესხი გასცა Y კომპანიაზე, წლიური 12%-ის სარგებლით. რა თანხები იქნება დაგროვილი თვის ბოლო რიცხვებისთვის, 31 იანვარს, 28 თებერვალs და 31 მარტისთვის? იხილეთ  „1 ცხრილი“.

პირველ რიგში გამოვიანგარიშოთ ერთი დღის პროცენტი, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველი თვეს სხვადასხვა ღდეების რაოდენობა გვაქვს. იანვარის და თებერვალის თვეებში განსხვავებული დღეების რაოდენობაა, შესაბამისად, სხვადასხვა თანხა აკუმულირდება პროცენტის სახით. ერთი დღის პროცენტი შემდეგნაირად დაითვლება – 12%/365=0,00033.

„D“ სვეტში მოცემულია სესხხის ძირი თანხა 10 000 ლარი.

“E” სვეტში გამოთვლილია დღეების რაოდენობა 05 იანვრიდა 31 იანვრის ჩათვლით – 26 დღე. 31 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით 28 დღეა.  28 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით 31 დღეა.  31 იანვრისთვის პროცენტი გამოითვლება – 10 000*26*0,00033=85,48 ლარი. 31 იანვრიდან 28 თებერვლამდე – 10 000*28*0,00033=92,06 ლარი. 28 თებერვლიდან 31 მარტამდე – 10 000*31*0,00033=101,92 ლარი.

31 მარტისთვის, სულ დარიცხული პროცენტი იქნება – 279,45 ლარი.

  1. განვიხილოთ 2-ე შემთხვევა: 2019 წლის 5 ინვარს X კომპანიამ, 10 000 ლარის ოდენობის სესხი გასცა Y კომპანიაზე, წლიური 12%-ის სარგებლით. ხელშეკრულების მიხედვით, პროცენტი არ გადაიხდება 2021 წლამდე. 2021 წლამდე მსესხებლისგან გამსესხებელზე დაბრუნებული თანხით იფარება ძირი თანხა. რა თანხები იქნება დაგროვილი დარიცხული პროცენტის სახით თვის ბოლო რიცხვებისთვის – 31 იანვარს, 28 თებერვალს და 31 მარტს? გვაქვს კიდევ ერთი მოცემულობა, მსესხებელმა 17 იანვარს დააბრუნა 1200 ლარი და 12 თებერვალს 2800 ლარი.  იხილეთ  „2 ცხრილი“.

ისევე როგორც წინა მაგალითში, გამოვიანგარიშოთ ერთი დღის პროცენტი – 12%/365=0,00033 დღეზე.

“B” სვეტში მოცემულია დაბრუნებული თანხები, „D“ სვეტში მოცემულია სესხის ძირი თანხა. პირველ ეტაპზე, უნდა გამოვთვალოთ 5-დან 17 იანვრამდე გამომუშავებული პროცენტი, რადგან ამ დღემდე არ იცველბა ძირი თანხა.   შემდეგ, 17 იანვრიდან – 31 იანვრამდე, რადგან 17 იანვარს იცვლება ძირი თანხა და 8 800 ლარამდე მცირდება.  5-დან 17 იანვრამდე იქნება – 10 000 ლარი*12 დღეზე * 0,00033 =39,45 ლარი. 17-დან 31 იანვრამდე იქნება 8 800 * 14 დღეზე * 0,00033 =40,50 ლარი. 5 იანვრიდან 31 იანვრამდე დარიცხული პროცენტი იქნება 39,45 + 40,50 = 79,96 ლარი. რა თანხის ოდენობა იქნება დარიცხული, ან რა ოდენობის იქნება მიღებული პროცენტი, რა იქნება საპროცენტო მოთხოვნა, რა თანხის მოთხოვნა იქნება სესხის ძირ თანხაზე 31 იანვრისთვის, 28 თებერვლისთვის და 31 მარტისთვის? ამ შეკითხვებს  სასურველია დამოუკიდებლად უპასუხოთ.

  1. განვიხილოთ მესამე შემთხვევა: 2019 წლის 5 ინვარს X კომპანიამ 10 000 ლარის ოდენობის სესხი გასცა Y კომპანიაზე, წლიური 12%-ის სარგებლით. ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებლისგან გამსესხებელზე გადახდილი თანხიდან, ჯერ პროცენტი იფარება და შემდეგ ძირი თანხა. რა თანხები იქნება დარიცხული პროცენტის სახით თვის ბოლო რიცხვებისთვის – 31 იანვარს, 28 თებერვალს და 31 მარტს? თუ მსესხებელმა 17 იანვარს დაუბრუნა 1200 ლარი და 12 თებერვალს 2800 ლარი.  17 იანვარს დაბრუნებული თანხიდან ჯერ პროცენტი დაიფარება.

ვიცით, როგორ უნდა გამოვიანგარიშოთ ერთი დღის პროცენტი – 12%/365=0,00033 .  პირველ ეტაპზე, პროცენტი უნდა გამოვიანგარიშოთ – 17 იანვრამდე.

 

ამოხსნა.  თვალსაჩინოებისთვის იხილეთ „3 ცხრილი“.

განვიხილოთ ეტაპობრივად:

1 ეტაპი

5 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით დარიცხული პროცენტია 39,45
2 ეტაპი

17 იანვარს გადახდილია 1200 ლარი.  აქედან ჯერ დაიფარა დარიცხული პროცენტი 39.45 ლარი. ხოლო შემდეგ დაიფარება (1200-39,45)=1 160,55 ლარის ძირი თანხა

17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, სესხის ძირი თანხა იქნება
10 000 – 1 160,55 =8 760,55 ლარი.
3 ეტაპზე

17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით დარიცხული პროცენტი იქნება 8 760,55*14 *0,00033 =40,32

4 ეტაპი

01/31 დან 12/02 ჩათვლით 8 760,55*12*0,00033=34,56

5 ეტაპი
12/02 დან 28/02 ჩათვლით 5 960,55*16* 0,00033=31,35

 

რა თანხის ოდენობის იქნება დარიცხული ან მიღებული პროცენტი, რა იქნება საპროცენტო მოთხოვნა, რა თანხის მოთხოვნა იქნება სესხის ძირ თანხაზე – 31 იანვრისთვის, 28 თებერვლისთვის და 31 მარტისთვის? ამ შეკითხვას  სასურველია დამოუკიდებლად უპასუხოთ.

შემდგომში განვიხილავთ სესხის გაცემას გრაფიკით.

სესხის გრაფიკი

Read more

მარაგების უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვის მეთოდი

თუ არ გაქვთ სურვილი  წინასიტყვაობას გაეცნოთ, დაიწყეთ აბზაციდან რომელიც იწყება სიტყვა  „განხილვა“

წინასიტყვაობა – გამოქვეყნებულ ტექსტს აქვს შემდეგი მიზნები: დაეხმაროს  დამწყებ ბუღალტრებს მარაგების აღრიცხვის შესწავლაში. დაეხმაროს პირებს, რომლებიც ეხლა იწყებენ ბუღალტერის ან აუდიტორის პროფესიის დაუფლებას. “ACCA”-ის პროგრამის ტექსტის შინაარსის  უკეთ გარკვევაში დაეხმაროს მათ, ვისაც სურვილი აქვს  შეისწავლოს ეს პროგრამა.

ავტორი არ აცხადებს პრეტენზიას “ACCA”-ის სახელმძღვანელოს იდეალურად განხილვაზე. პირიქით ელოდება  მოთხოვნებს და დასაბუთებულ შენიშვნებს იმისათვის, რომ მარტივად იყოს ახსნილი, მარაგების აღრიცხვის შესწავლის მიმდევრობა. შემთხვევით არ არის შერჩეული მარაგების აღრიცხვის განხილვა. ამ საკითხზე ხშირად მოქმედ ბუღალტრებსაც უჩნდებათ შეკითხვები. დამწყებ ბუღალტრებს კი “ACCA”-ის სახელძღვანელოში სწავლების მიზნით არასრულად ახსნილი პერიოდული და უწყვეტი მეთოდი ერევათ ერთმანეთში. პირველ ეტაპზე განვიხილავთ  მხოლოდ უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვის მეთოდებს. არ განვიხილავთ თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდებს, როგორებიცაა ერთეულის ინდივიდუალური, ფიფო, საშუალო შეწონილი და ლიფო მეთოდი. მართალია ლიფო მეთოდი აკრძალულია, მაგრამ აუცილებელია შედარების მიზნით განხილვა. როგორც აღვნიშნეთ ამას შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ. აქვე გეტყვით, რომ ამ ეტაპზე  საკითხს არ განვიხილავთ საგადასახადო მიზნებისთვის.  საგადასახადო მიზნებისთვის აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ მარაგების აღრიცხვის პერიოდული მეთოდი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით იმ პირთა მიმართ მოთხოვნებს, რომელთაც ბურალტერიის წარმოება ევალებათ.  პერიოდული მეთოდი განხილულია სასწავლო მიზნით და აგრეთვე  მეთოდებს შორის განსხვავების დასადგენად. მაგალითების ადვილად აღსაქმელად არ ვითვალისწინებთ დამატებული ღირებულების გადასახადს. აგრეთვე გამარტივების მიზნით მაგალითებში მოყვანილია მხოლოდ თანხობრივი გამოსახულება და არ არის განხილული რაოდენობრივი განზომილება.   რაოდენობრივი გამოსახულება აღწერილი იქნება თვითღირებულების მეთოდების განხილვის დროს.

განხილვა

არსებობს მარაგების აღრიცხვის ორი მეთოდი მუდმივი და პერიოდული.

პირველ რიგში განვიხილოთ მარაგების აღრიცხის პერიოდული  მეთოდი რადგან, ACCA F3 სახელმძღვანელოში მარაგებზე მოყვანილი მაგალითები ძირითადად ამ მეთოდის გამოყენებით არის  განხილული.

პერიოდული მეთოდის მათემატიკური გაანგარიშებები ასეთია:

მარაგების საწყისს ნაშთს + შეძენილი – საბოლოო = გაყიდულს  (გახარჯულს).

განვიხილოთ მაგალითები. მაგალითების უკეთ გააზრების მიზნით შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ექსელის ცხრილი და თქვენ თვითონ შეადგინოთ „T“ ანგარიშები ბურალტრული ჩანაწერების მიხედვით:

 

 

მაგალითი 1

მაღაზიას სააღიცხვო პერიოდის დასაწყისში 0 ლარის ღირებულების მარაგის  ნაშთი ქონდა. შეიძინა 100 ლარის მარაგი და პერიოდის ბოლოს აღმოაჩინა  ნაშთი   0  ქონია. გაყიდვებმა შეადგინა 120 ლარი.  რა არის გაყიდული მარაგის თვითღირებულება? რამდენია საერთო მოგება?

ამოხსნა:

1 გაყიდვებიდან ამონაგები 120
მარაგის საწყის ნაშთი 0
შეძენილი 100
მარაგის საბოლოო ნაშთი 0
მარაგების ხარჯი 100
მოგება 20
საბუღალტრო ჩანაწერები
დებ ფული 120
კრედ გაყიდვებიდან ამონაგები 120
დებ გაყიდული/შეძენილი საქონელი 100
კრედ ფული 100
პერიოდის ბოლოს დამასულებელი გატარებები
დებ გაყიდვებიდან ამონაგები 120
კრედ გაყიდული/შეძენილი საქონელი 100
კრედ მოგებისა და ზარალის ანგარიში 20

 

პასუხი: პერიოდის მარაგის ხარჯი იქნება 100 ლარის ოდენობის. მოგება 20 ლარი.

კომენტარი: ACCA სახელმძღვანელოში შემოსავლის 6110 და 7110 “ძირითადი მასალების დანახარჯები / შეძენა” მსგავსი ანგარიშის 7210 “გაყიდული/შეძენილი საქონელი” ნაცვლად გამოყენებულია მოგების ანგარიში 5330. ეს სასწავლო მიზნებისთვის ერთის მხრივ უფრო მარტივი ჩანს რადგან შემდგომ გადახურვა არ ჭირდება მოგების ანგარიშზე. მაგრამ შემდგომი გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად   ჩვენს მიერ წარმოდგენილი მაგალითის განვიხილვისას გამოვიყენებთ შემოსავლის, ხარჯის და კორექტირების ანგარიშს.

 

მაგალითი 2

მეორე სააღრიცხვო პერიოდში მარაგის საწყისი ნაშთი  0-ია, შეიძინა 150 ლარი ღირებულების და საბოლოო ნაშთი აღმოაჩნდა 30 ლარის ღირებულების, გაყიდვებმა 160 ლარი.  რა არის გაყიდული მარაგის თვითღირებულება? რამდენია საერთო მოგება?

ამოხსნა:

2 გაყიდვებიდან ამონაგები 160
მარაგის საწყის ნაშთი 0
შეძენილი 150
მარაგის საბოლოო ნაშთი 30
მარაგების ხარჯი 120
მოგება 40
საბუღალტრო ჩანაწერები
დებ ფული 160
კრედ გაყიდვებიდან ამონაგები 160
დებ გაყიდული/შეძენილი საქონელი 150
კრედ ფული 150
პერიოდის ბოლოს დამასულებელი გატარებები
დებ სასაქ. მატ.  მარაგები 30
კრედ გაყიდული/შეძენილი საქონელი 30
დებ გაყიდვებიდან ამონაგები 160
კრედ გაყიდული/შეძენილი საქონელი 120
კრედ მოგებისა და ზარალის ანგარიში 40

 

პასუხი: პერიოდის მარაგის ხარჯი  120 ლარია, მოგება 40 ლარი.

 

მაგალითი 3

მესამე სააღრიცხვო პერიოდში მარაგის საწყისი ნაშთი  30 ლარია, შეიძინა 160 ლარის ღირებულების და საბოლოო ნაშთი აღმოაჩდა 25 ლარის ღირებულების? გაყიდვებმა 190 ლარი შეადგინა. რა არის გაყიდული მარაგის თვითღირებულება? რამდენია საერთო მოგება?

ამოხსნა:

3 გაყიდვებიდან ამონაგები 190
მარაგის საწყის ნაშთი 30
შეძენილი 160
მარაგის საბოლოო ნაშთი 25
მარაგების ხარჯი 165
მოგება 25
საბუღალტრო ჩანაწერები
დებ ფული 190
კრედ გაყიდვებიდან ამონაგები 190
დებ გაყიდული/შეძენილი საქონელი 160
კრედ ფული 160
პერიოდის ბოლოს დამასულებელი გატარებები
დებ გაყიდული/შეძენილი საქონელი 5
კრედ სასაქ. მატ.  მარაგები 5
დებ გაყიდვებიდან ამონაგები 190
კრედ გაყიდული/შეძენილი საქონელი 165
კრედ მოგებისა და ზარალის ანგარიში 25

 

გავიაზროთ და შევადაროთ მაგალითები.  სასურველი იქნება ყურადღება მივაქციოთ შემდეგ საკითხებს:

პირველი მაგალითის ბუღალტრულ ჩანაწერებში „სასაქონლო მარაგების“ ანგარიში არ მოწილეობს, რადგან შეძენა და გაყიდული მარაგების რაოდენობა ემთხვევა ერთმანეთს. მეორე მაგალითში პირველისგან განსხვავებით კორექტირების ჩანაწერი წარმოებს და ერთის მხრივ შეძენასა და მიწოდებას შორის ბალანსი ყალიბდება და ამ ორს შორის სხვაობა თანხობრივად ემთხვევა მარაგების საბოლოო ნაშთს. მესამე მაგალითის საბუღატრო ჩანაწერებში მეორე მაგალითთან შედარებით საპირისპირო გატარებაა საბოლოო მარაგის და  მოწოდებული მარაგის თვითღირებულების დასაბალანსებლად. მესამე მაგალითში პერიოდის განმავლობაში შეძენილი უფრო ნაკლები  თანხისაა ვიდრე მიწოდებული საქონელი.

როდესაც გავიაზრებთ წარმოდგენილ მაგალითებს, შემდეგ შევადაროთ ACCA სახელმძღვანელოში მოცემულს. ბუღალტრული პრინციპებით ჩვენს მიერ განხილული მისაღებია, ხოლო  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ACCA-ის სახელმძღვანელოში წარმოდგენილია სწავლების მიზნით და  საწყისი ნაშთის აღრიცხვა ხორციელდება და შემდეგ გაორება რომ არ მოხდეს ისევ კომპენსირდება შემცირების ჩანაწერის გზით. ეს სააღრიცხვო მიზნებისთვის არასწორია, უფრო მეტიც დამწყები, ახალბედა ბუღალტრებისთვის გაურკვეველობებს იწვევს. ხშირად არის  ACCA „ფ3“ (“F3”) სახელმძღვანელო ჩაბარებული აქვთ და უჭირთ ვაკანსიაზე (გარე ტესტის) ჩაბარება.

 

განვიხილოთ მარაგების  მუდმივი აღრიცხვის მეთოდი.

განსხვავებული ფორმულით გამოითვლება მარაგების  პერიოდის ხარჯი: ამ შემთხვევაში გასული მარაგის თვითღირებულება დაიანგარიშება გასვლისთანავე.

 

განვიხილოთ იგივე მაგალითებით მუდმივი აღრიცხვის მეთოდით და შემდეგ შევადაროთ პერიოდულს:   

მაგალითი 1. ამოხსნა

1 გაყიდვებიდან ამონაგები 120
მარაგის საწყის ნაშთი 0
შეძენილი 100
მარაგის საბოლოო ნაშთი 0
მარაგების ხარჯი 100
მოგება 20
საბუღალტრო ჩანაწერები
საქონლის შეძენა
დებ საქონელი 100
კრედ ფული 100
შემოსავლის აღიარება – გაყიდვებიდან
დებ ფული 120
კრედ გაყიდვებიდან ამონაგები 120
საქონლის მიწოდება
დებ მიწოდებული საქონლის თვითღირ. 100
კრედ საქონელი 100
პერიოდის ბოლოს დამასულებელი გატარებები
დებ გაყიდვებიდან ამონაგები 120
კრედ მიწოდებული საქონლის თვითღირ. 100
კრედ მოგებისა და ზარალის ანგარიში 20

 

მაგალითი 2. ამოხსნა

2 გაყიდვებიდან ამონაგები 160
მარაგის საწყის ნაშთი 0
შეძენილი 150
მარაგის საბოლოო ნაშთი 30
მარაგების ხარჯი 120
მოგება 40
საბუღალტრო ჩანაწერები
საქონლის შეძენა
დებ საქონელი 150
კრედ ფული 150
შემოსავლის აღიარება – გაყიდვებიდან
დებ ფული 160
კრედ გაყიდვებიდან ამონაგები 160
საქონლის მიწოდება
დებ მიწოდებული საქონლის თვითღირ. 120
კრედ საქონელი 120
პერიოდის ბოლოს დამასულებელი გატარებები
დებ გაყიდვებიდან ამონაგები 160
კრედ მიწოდებული საქონლის თვითღირ. 120
კრედ მოგებისა და ზარალის ანგარიში 40

 

მაგალითი 3. ამოხსნა

3 გაყიდვებიდან ამონაგები 190
მარაგის საწყის ნაშთი 30
შეძენილი 160
მარაგის საბოლოო ნაშთი 25
მარაგების ხარჯი 165
მოგება 25
საბუღალტრო ჩანაწერები
საქონლის შეძენა
დებ საქონელი 160
კრედ ფული 160
შემოსავლის აღიარება – გაყიდვებიდან
დებ ფული 190
კრედ გაყიდვებიდან ამონაგები 190
საქონლის მიწოდება
დებ მიწოდებული საქონლის თვითღირ. 165
კრედ საქონელი 165
პერიოდის ბოლოს დამასულებელი გატარებები
დებ გაყიდვებიდან ამონაგები 190
კრედ მიწოდებული საქონლის თვითღირ. 165
კრედ მოგებისა და ზარალის ანგარიში 25

 

შევადაროთ მეთოდები:

  1. შეძენა უწყვეტ მეთოდში ჩაიწერება, როგორც საქონლის მიღება, პერიოდულში შეძენა ხარჯად აღიარდება და შემდეგ ხდება კორექტირება.

მარაგის მიღება პერიოდულ მეთოდში მხოლოდ კორექტირების დროს სრულდება, როცა შეძენა უფრო ნაკლებია მიწოდებული მარაგების ხარჯზე და ნაშთი სწორდება ამით. დააკვირდით და შეადარეთ პირველ ამოცანაში საერთოდ არ არის მარაგების მიღება აღრიცხული პერიოდულ მეთოდში, რადგან მარაგების შეძენა თანხობრივად ემთხვევა მიწოდების ხარჯს.

  1. უწყვეტ მეთოდში ყოველი მიწოდებისას ხორციელდება მარაგის გასვლის და მიწოდების ხარჯად აღიარება. ჩვენ შემთხვევაში ჯამურად არის ჩანაწერი სწავლების მიზნით, ინფორმაციის ჯამური მონაცემების მიხედვით.
  2. გადმოიწერეთ ექსელის ცხრილში აღრიცხული მაგალითები და შეადარეთ ერთმანეთს.
  3. ორივე მეთოდი შეადარეთ ACCA-ის სახელმძღვანელოში მოყვანილ მაგალითებს, ამოხსნის მეთოდებს.

 

მარაგების აღრიცხვა

Read more

უცხოური ვალუტა $ € £ ¥

ACCA – F7  თავი 11.  განხილვა

უცხოური ვალუტა

უცხოურ ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული გადაფასებების ღრიცხვა

*1- კომენტარი იხილეთ ტექსტის ბოლოს

ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული შედეგების ბუღალტრული აღრიცხვა

გამოქვეყნებულ ტექსტს აქვს შემდეგი მიზნები, დაეხმაროს  დამწყებ ბუღალტრებს უცხოური ვალუტის ცვლილებით წარმოშობილ ოპერაციების წარმოებაში და პირებმა რომელთაც სურვილი აქვთ დამოუკიდებლად შეისწავლონ “ACCA”-ის პროგრამა, დაეხმაროთ ტექსტის შინაარსის  უკეთ გარკვევაში.  ავტორი არ აცხადებს პრეტენზიას “ACCA”-ის სახელმძღვანელოს იდეალურად განხილვაზე. პირიქით ელოდება  მოთხოვნებს და დასაბუთებულ შენიშვნებს. F7 სახელმძღვანელოს  11 თავი შემთხვევით არ არის შერჩეული განიხილოს დასაწყისისთვის. უცხოურ ვალუტის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ხშირად მოქმედ ბუღალტრებსაც უჩდებათ შეკითხვები. პირველ ეტაპზე  განვიხილავთ  მხოლოდ “ACCA”-ის სახელძრავნელოში მოცემულ თემებს. მკითხველის გამოხმაურების (მოთხოვნის) შემთხვევაში მეორე ეტაპზე განვიხილავთ უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებულ საგადასახადო თემებს და აგრეთვე იმ სააღრიცხვო საკითხებს, რომელიც არ არის სახელმძღვანელოში განხილული.

როგორც ავღნიშნეთ პირველ ეტაპზე განხილულია მხოლოდ “ACCA”-ის სახელმძღვანელოში მოცემული საკითხები. არ იქნება სწორი, რომ  ვთქვათ „განვიხილავთ კურსთაშორის სხვაობას“ ან „საკურსო სხვაობას“. ორ ვალუტას შორის საკურსო სხვაობა ყოვლეთვის იარსებებს. საკურსო სხავაობა იცვლება, განვიხილავთ ცვლილების შედეგად წარმოშობილ გამოთვლებს და საბურალტრო ჩანაწერებს.

 

ბასს – 21

განვიხილოთ “ACCA” სახელმძღვანელოში მოცემული განმარტებები და ტერმინები. გავარჩიოთ მაგალითები. სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის ამონარიდები  შეფერილია ლურჯი ფერით.

გავეცნოთ წიგნში მოცემულ მნიშვნელოვან ნაწილს.

გაცვლითი კურსები:

  • სპოტ სავალუტო კურსი ოპერაციის მოხდენის თარიღში არსებული სავალუტო კურსი.
  • საბოლოო სავალუტო კურსი არის საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული სავალუტო კურსი.
  • საშუალო სავალუტო კურსი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არსებული სასუალო სავალუტო კურსი.

 

აქტივები და ვალდებულებები

  1. ფულადი მუხლი: მუხლი რომელის კონვერტაცია ადვილად განხორციელდება, მაგ დებიტორული დავალიანება, კრედიტორული დავალიანება, სესხები“ (მიღებული გაცემული სესხები).
  2. არაფულადი მუხლი: მუხლი, რომელიც არ იძლევა ფულადი სახსრების მიღების ან გაცემის საშუალებას, მაგ: მარაგი, ძირითადი საშუალებები. აფრთვე გაცემული ავანსი და მიღებული ავანსი, რომელიც ძირითადი საშუალების, საქონლის, მომსახურების მიწოდებას ითვალისწინებს.

ვალუტა:

სამუშაო ვალუტა „აღნიშნავს იმ ძირითადი ეკონომიკური გარემოს ვალუტას, სადაც საწარმო ეწევა საქმიანობას“. უმეტეს შემთხვევაში, ეს იქნება ადგილობრივი ვალუტა.

წარსადგენი ვალუტა ‘აღნიშნავს ვალუტას, რომელიც გამოიყენება საწარმოს ფინანსური ანგარიშგების წარსადგენად“   

სამუშაო ვალუტა

ბასს 21-ის მიხედვით, სამუშაო ვალუტის განსაზღვრისას საწარმომ მხედველობაში უნდა მიიღს შემდეგი პირველადი ფაქტორები:

  • ვალუტა, რომელიც უმთავრეს გავლენას ახდენს საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ფასებზე;
  • ვალუტა იმ ქვეყნისა, რომლის კონკურენცია და მარეგულირებელი წესები, მნიშვნელოვანწილად, განსაზღვრავს საქონლისა და მომსახურების სარეალიზაციო ფასებს;
  • ვალუტა, რომელიც უმთავრეს გავლენას ახდენს საქონლისა და მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მასალების, შრომით და სხვა დანახარჯებზე.

 

 

თუ პირველადი ფაქტორები დამაჯერებელი არ არის, საწარმომ უნდა განიხილოს მეორე ფაქტორები:

  • ვალუტა, რომელშიც მიიღება სახსრები საფინანსო საქმიანობიდან (ე.ი. სავალო და წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვებიდან)
  • ვალუტა, რომელშიც, ჩვეულებრივ, ხდება საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული სახსრების შენახვა

 

გადაანგარიშების მექანიზმი:

როდესაც საწარმო შედის სამეურნეო გარიგებაში, რომელიც ფიქსირებულია მისი სამუშაო ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, აღრიცხვამდე სამეურნეო გარიგება უნდა გადაანგარიშდეს სამუშაო ვალუტაში.

გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი გაცვლით კურსი:

  • ოპერაციის განხორციელებისას არსებული სპოტ გაცვლითი კურსი
  • იმ შემთხვევაში, თუ გაცვლით კურსს საგრძნობი მერყეობა არ განუცდია, საშუალო გაცვლითი კურსი გარკვეული პერიოდის მანძილზე.

 

ფულადი სახსრებით გადახდა

თანხის, მაგ. კრედიტორული დავალიანების გადახდისას, გადახდილი თანხა:

  • უნდა გადაანგარიშდეს გადახდის დღეს არსებული სპოტ სავალუტო კურსით
  • თუ ეს თანხა განსხვავდება იმ თანხისგან, რომლითაც სამეურნეო გარიგება აისახა, წარმოიშობა საკურსო სხვაობა, რომელიც აისახება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში (იხ.ქვემოთ მოცემული საკურსო სხვაობის ბუღალტრული აღრიცხვა)

 

წლის საბოლოო ნაშთების ბუღალტრული აღრიცხვა

  • თუ საანგარიშგებო თარიღისათვის სამეურნეო ოპერაციის თანხა მიღებული ან გადახდილი არ არის, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ასახული იქნება გადაუხდელი აქტივი ან ვალდებულება
  • თუ აქტივი ან ვალდებულება ფულადი მუხლია, იგი გადაანგარიშდება წლის ბოლოს არსებული საბოლოო კურსით
  • თუ აქტივი ან ვალდებულება არაფულადი მუხლია, არ გადაანგარიშდება და მისი აღრიცხვა გაგრძელდება თავდაპირველი სავალუტო კურსით.
  • ფულადი მუხლების გადაანგარიშებისას წარმოქმნილი საკურსო სხვაობა აისახება მოგება და ზარალის ანგარიშგებაში

საკურსო სხვაობის ბუღალტრული აღრიცხვა:

  • თუ საკურსო სხვაობა წარმოიქმნება სავაჭრო სამეურნეო ოპერაციების შედეგად. იგი სხვა საოპერაციო შემოსავლის ან ხარჯის მუხლში აისახება.
  • თუ საკურსო სხვაბა წარმოიქმნება არასავაჭრო სამეურნეო ოპერაციების შედეგად, იგი მისარები პროცენტის ან მსგავსი შემოსავლის ან ფინანსური დანახარჯის მუხლშ აისახება.
  • წლის საბოლოო ნაშთის ბურალტრული აღრიცხვა
  • თუ საანგარიშგებო თარირისთვის სამურნეო ოპერაციის თანხა მიღებული ან გადახდილი არ არის, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში   ასახული იქნება გადაუხდელი აქტივი ან ვალდებულება.
  • თუ აქტივი ან ვალდებულება ფულადი მუხლია, იგი გადაინგარიშება წლის ბოლოს არსებული საბილოო კურსით.
  • თუ აქტივი ან ვალდებულება არაფულადი მუხლია, არ გადაინგარიშება და მისი აღრიცხვა გაგრძელდება ტავდაპირველი სავალუტო კურსით.
  • ფულადი მუხლების გადანგარიშებისას წარმოქმნილი საკურსო სხვაობა აისახება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში.

 

არაფულადი მუხლები

  • თვითღირებულების მოდელი

თვითღირებულებით აღრცხული არაფულადი მუხლები გადაიანგარიშდება თავდაპირველი სავალუტო კურსით  და წლის ბოლოს არ გადანგარიშდება.

 

თავდაპირველი გარიგების ბურალტრული აღრიცხვა

სამეურნეო ოპერაციაში შესვლის მომენტში სამეურნეო ოპერაცია უნდა გადაანგარიშდეს სამუშაო ვალუტაში ოპერაციის განხორციელებისას არსებული სპოტ სავალუტო კურსით.

ფულადი სახსრებით გადახდა

გადახდილი თანხა უნდა გადაანგარიშდეს გადახდის დღეს არსებული სპოტ კურსით

წლის ბოლოს ნაშთის ბურალტრული აღრიცხვა

ფულადი მუხლები გადაანგარიშდება წლის ბოლოს არსებული საბოლოო კურსით. არაფულადი მუხლები არ გადაიანგარიშება.

საკურსო სხვაობის ბუღალტრული აღრიცხვა

აისახება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში, გარდა იმ მუხლებისა, თუ ცვლილება რეალურ ღირებულებაში აისახება კაპიტალში, მაშინ საკურსო სხვაობა ასახული იქნება კაპიტალში.

„ფულადი მუხლი“ ეს ტერმინი მარტივი გასაგები იქნებოდა ასე რომ იყოს  ახსნილი: ერთ პირს მეორე პირისგან ფულის მიღებაზე მოთხოვნის უფლება აქვს ან შებრუნებით ერთ პირს ფულის გადახდის ვალდებულება აქვს მეორეს მიმართ: მაგალითად: დებიტორული დავალიანების,  კრედიტორული დავალიანების და სესხის შემთხვევაში     ერთი მხარე ელოდება  ფულის მიღებას, მეორე მხარე ვალდებულებას აღიარებს ფულის გადახდაზე.  „ფულად მუხლებს“ სხვა ნაირად ზოგიერთი სპეციალისტი განმარტავს  როგორც – „ფულად სახსრებზე მოთხოვნის უფლების მქონე მუხლებს“. რა თქმა უნდა ეს ტერმინი დებიტორის მხრიდან არის  განხილული.  ჩვენ კრედიტორის მხრიდან ვიწყებთ განხილვას იმ მიზეზით, რომ სახელძღვანელოს მივყვებით.

I ფულადი მუხლი რას გულისხმობენ „ფულადი მუხლი – რომლის კონვერტაცია ადვილად განხორციელდება“. კრედიტორული დავალინება ფულის გადახდით იფარება. კრედიტორული დავალიანება, მოწოდებული საქონელით ან  მომსახურებით წარმოიშობა. როდესაც არსებობს კრედიტორული დავალიანება, ნიშნავს გარიგება განხორციელდა. კრედიტორს პირდაპირ ფულის მოთხოვნის უფლება აქვს.

შევადაროთ II არაფულადი მუხლს. რა იგულისხმება არაფულად მუხლში?

  • მიღებული ავანსი. ამ დროს, მომხმარებელს წინასწარ აქვს ფული გადახდილი მომწოდებლისთვის. ფულის მიღეაბაზე კი არა აქვს უფლება,  საქონლის ან მომსახურების მიღებაზე აქვს უფლება.
  • მარაგი. მარაგი (სასაქონლო მატერიალრი მარაგი) არ იძლევა პირდაპირ ფულადი სახსრების მიღების უფლებას. მარაგს ფლობს პირი, ნიშნავს ჯერ არ გაყიდულა, შესაძლოა მარგი გაყიდვამდე ჯერ საქონლად გარდაიქმნას (კონვერსიას) საჭიროებდეს, უნდა გარდაიქმნას სასაქონლო მარაგად. სასაქონლო მარაგს ვფლობთ, ნიშნავს რომ ის მზადაა გასაყიდად, მაგრამ გარიგება არ შემდგარა. უნდა გაიყიდოს და შემდგომ გარდაიქმნას ფულად ან დებიტორულ დავალიანებად. მომხმარებლის მხრიდან – კრედიტორულ დავალიანებად. განვიხილოთ მაგალითები, როდესაც ფულად სახსრებზე მოთხოვნა ან ვალდებულება წარმოიშობა.

 

  1. ცნობილია შემდეგი ინფორმაცია:

2019 წლის 15 ნომმბრის კურსია.   1USD/ 2,9608 GEL

  • წლის 8 დეკემბერის კურსია. 1USD/ 2,9466 GEL

 

ქართულ კომპანიას, რომლის სამუშაო ვალუტა ლარია, 2019 წლის 15 ნოემბერს ფრანგული კომპანიისგან შეიძინა 10 000 დოლარის ღირებულების საქონლელი. ფრანგულმა კომპანიამ ამავე დღეს წარუდგინა ინვოისი თანხის გადახდაზე. ინვისის მიხედვით გადახდის ვადა 25 დღეა. ქართულმა კომპანიამ  საქონლის თვითღირებულება (ან შესყიდვა) და ვალდებულბა უნდა აღიაროს 29 608 ლარად 2019 წლის 15 ნოემბერს. ქარათულმა კომპანიამ, ფრანგულს ვალდებულების დასაფარად 8 დეკემბერს 10 000  დოლარი გადაუხადა, რაც  29 466 ლარია, 142 ლარით ნაკლებია თავდაპირველად აღიარებულ ვალდებულებასთან.

კომენტარი- გადახდის დროს მოხდება ვალდებულების შემცირებით გადაფასება  და სხვაობა აისახება მოგებაზე.

გამოთვლები: თავდაპირველი აღიარება    2,9608*10 000 = 29 608

გადაფასება:  2,9608*10 000 -2,9466*10 000 = 142

 

ოპერაციები  ბუღალტრულად ასე გამოისახება:

2019 წლის 15 ნოემბერი. (მარაგების შეძენა)

დებ   შეძენები (მარაგი)(*1)    29 608 ლარი

კრედ   ვალდებულება მომწოდებლებთან          29 608 ლარი

 

2019 წლის 8 დეკემბერი

დებ  ვალდებულება მომწოდებლებთან     29 608 ლარი

კრედ    მოგებისა და ზაალის ანგ. (საკურსო მოგება) 142  ლარი

კრედ                    ფული                                                     29 466 ლარი

 

 

განვიხილოთ მაგალითი ფულადი მუხლის გადაფასება საანგარიშო პერიოდისთვის:

 

  1. ცნობილია შემდეგი ინფორმაცია:

2019 წლის 15 ნომმბრის კურსია.   1USD/ 2,9608 GEL

2019 წლის 31 დეკემრის კურსია.    1USD/ 2,8677 GEL.

 

ქართულ კომპანიას, რომლის სამუშაო ვალუტა ლარია, 2019 წლის 15 ნოემბერს ფრანგული კომპანიისგან შეიძინა 10 000 დოლარის ღირებულების საქონლელი. ფრანგულმა კომპანიამ ამავე დღეს წარუდგინა ინვოისი თანხის გადახდაზე. ინვისის მიხედვით გადახდის ვადა 55 დღეა. ქართულმა კომპანიამ  საქონლის თვითღირებულება (ან შესყიდვა) და ვალდებულბა უნდა აღიაროს 29 608 ლარად 2019 წლის 15 ნოემბერს ამ დღის კურსით. ქართულ კომპანიას 31 დეკემბრრისთვის ჯერ ვალდებულება დაფარული არ აქვს  და ადგენს პერიოდის ფინანსურ ანგარიშს.

მიუხედავად იმისა გადახდა ამ დღეს, არ ხორციელდება ვალდებულება ფულადი მუხლია უნდა გადაფასდეს ანგარიშგების დღისთვის, უფრო სწორად 10 000 დოლარის ვალდებულბის შეფასება 31 დეკემბრისათვის არსებული კურსით ლარში უნდა შეფასდეს. ადგილი ექნება შემდეგ გამოთვლებს 10 000 * 2,9608 – 10 000 * 2,8677 = 931

15 ნოემბერს 29 608 ლარით (10 000 * 2,9608) მოხდება თავდაპირველი აღიარება.

ხოლო  31 დეკემრს გადაფასდება ვალდებულება,  931 ლარით შემცირება და მოგებაზე აისახება:

2019 წლის 15 ნოემბერი.

დებ  შეძენები (მარაგი)(*1)    29 608 ლარი

კრედ    ვალდებულება მომწოდებლებთან          29 608 ლარი

 

2019 წლის 31 დეკემბერი. ვალდებულების გადაფასება.

დებ  ვალდებულება მომწოდებლებთან    931 ლარი

კრედ    მოგებისა და ზაალის ანგ. (საკურსო მოგება) 931 ლარი.

ორ თემას მივაქციოთ ყურადრება: 31 დეკემბერს კურსი შემცირდა 15 ნოემბრთან შედარებით. ამან ვალდებულების შემცირება გამოიწვია ანგარიშგების შედგენის დღისთვის.  გადაფსებისას საკურსო მოგება წარმოიშობა. რომ გაზრდილი კურსი, საკურსო ზარალი წარმოიშობოდა. არ განხორციელდება შეძენილი მარაგის გადაფასება ის არა ფულადი მუხლია და მისი თვითღირებულების აღიარება განხორცილდა მიღების დღის არსებული კურსით.

იხილეთ სახელმძღვანელოში განხილული მაგლითები სახელწოდებით – „შეამოწმე შენი ცოდნა“.  ჩვენს მიერ განხილული 1 და მე-2 ამოცანა მსგავსია სახელმძღვანელოში მოყვანილი მაგალითებისა. ჩვენს შემთხვევაში გამარტივების მიზნით  სამუშაო  ვალუტად ქართული ვალუტა ავირჩიეთ.  არ განვიხილავთ სახელმძღვანელოში მოცემულ მსგავს 1 დ მე 2  მაგალითს. დავარღვიოთ სახელმძღვანელოს მიმდევრობა  განვიხილოთ მაგალითი, 3 ამოცანა, განვიხილოთ შემთხვევა როდესაც მომწოდებლებზე გადახდილია  ავანსი უცხოურ ვალუტაში.

  1. ცნობილია შემდეგი ინფორმაცია:

2019 წლის 15 ნომმბრის კურსია.   1USD/ 2,9608 GEL

2019 წლის 31 დეკემრის კურსია.    1USD/ 2,8677 GEL.

 

ქართულ კომპანიას, რომლის სამუშაო ვალუტა ლარია, 2019 წლის 15 ნოემბერს ფრანგული კომპანიას წინასწარ ავანსის სახით გადაუხადა 10 000 დოლარი.  გარიგების მიხედვით ფრანგულმა კომპანიამ 2020 წლის 5 იანვრამდე უნდა მოაწოდოს აღნიშნული თანხის ღირებულების საქონელი. 31 დეკემბერს ქართული კომპანია ადგენს ანგარიგებას. შევასრულოთ გამოთვლები და საბურალტრო ჩანაწერები.  ფრანგულმა კომპანიამ საქონელი 2020 წლის 5 იანვარს მოაწოდა.

2019 წლის 15 ნოემბერი.

დებ    მომწოდებლებზე გადახდილი ავანსი       29 608 ლარი

კრედ                                                    ფული           29 608 ლარი

ავანსად (წინასწარ)  გადახდილი თანხა არაფულადია მუხლია, როგორც ქართული ისე ფრანგული კომპანიისთვის. 31 დეკემბრს ქართული კომპანია ბალანსში 29 608 ლარის ღირებულების გადახდილ ავანს დატოვებს  და არ მოახდენს მის გადაფასებას.  არც საქონლის მიღებისას არ მოხდება ავანსის გადაფასება.  საქონლის  მიღებისას გადახდილ ავანსი შემცირება და ამავე თანხით საქონელი (შესყიდვები) გაიზრდება. ადგილი ექნება შემდეგ ბუღალტრულ ჩანაწერს.

2020 წლის 5 იანვარი

დებ     საქონელი (შესყიდვები)  29 608 ლარი

კრედ              მომწოდებლებზე გადახდილი ავანსი       29 608 ლარი                          

 

ახლა განვიხილოთ სახელმძღვანელოში მოცემული მაგალითი.

 

„შეამოწმე შენი ცოდნა“ 3.

შპს “ABC”-ის საანგარიშო პერიოდი მთავრდება  20X1 წლის 31 დეკემბერს, ხოლო მისი სამუშაო ვალუტაა აშშ- ის დოლარია.

 20X1 წლის 25 ოქტომბერს “ABC”-მ შვედი მომწოდებლისგან შეიძინა საქონელი, რომლის ღირებულებამ  286 000 შვედური კრონა (SWK) შეადგინა.

SWK-ს სპოტ სავალუტო კურსები: 

20X1 წ. 25 ოქტომბერი $1 =  SWK 11.16

20X1 წ. 16 ნოემბრი  $1 =  SWK 10.87

20X1 წ. 31 დეკემბერი  $1 =  SWK 11.02

მოგეთხოვებათ:

(ა)  “ABC”-იმ 20X1 წლის 16 ნოემბრს  SWK 286,000 ოდენობის ვალდებულება გადაიხადა:

(ბ) საანგარიშო პერიოდის ბოლოს კრედიტორული დავალიანება ჯერ კიდევ გადახდილი არ არის.

ა ვარიანტის ამოხსნა:

(ა)  სამეურნეო ოპერაცია დოლარში  უნდა აისახოს ვინაიდან ძირითადი სამუშაო ვალუტაა,: აღიარდება მარაგის მიღება (შეძენა)  და ვალდებულება. ადგილი ექნება 25 ოქტომბერს არსებული კურსით გამოთვლას და ჩანაწერს 286 000 / 11,16 = $25.627

25 ოქტომბერი – დებეტი:  მარაგები (შესყიდვები) $25,627

კრედიტი: კრედიტორული დავალიანება  $25,627

16 ნოემბერს მოხდება გადახდა და გადახდის დროს გადაფასდება ვალდებულება. ადგილი ექნება გამოთვლას დღის კურსით 286,000/10,87= $26,311; $26,311-$25,627= =$684

16 ნოემბერი –  დებეტი:                              კრედიტორული დავალიანება  $25,627

დებეტი: მოგება ზარალის ანგარიში  (საკურსო ზარალი) $684

კრედიტი:                     ფული                                                $26,311

 

 

ბ ვარიანტის ამოხსნა:

ბ ვარიანტი. ვინაიდან სანგარიშო პერიოდის დასასრულს 31 დეკმბერს ვალდებულება დაფარული არ არის, გადაფასდება და ანგარიშგებაში მოხვდება არსებული კურსით. ადგილი ექნება შემდეგ გამოთვლებს. 286 000/11,02= $25,953    25,953-25,627=$326

31 დეკემბრი – დებეტი  მოგება ზარალი (საკურსო ზარალი) $326

კრედიტი:          კრედიტორული დავალიანება  $326

 

 

გავიხსნოთ რომ ფულადი მუხლია, რომლიც ფულის მიღების მოთხოვნას ან გადახდის ვალდებულებას აღიარებს. გაცემული-მიღებული  ავანსი არაფულადი მუხლია არაა ფულადი სახსრების მიღების ან გადახდის საშუალება.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია გამოიყენეთ 1-ლი  –  3-ე კითხვების ამოხსნისას.

20X3 წლის 28 მარტს აშშ-ში დაფუძნებულმა საწარმომ Kr200,000-ად საქონელი საზღვარგარეთ გაყიდა, როდესაც გაცვლით კურსი Kr0.65:$1 იყო.

20X3 წლის აპრილში მომხმარებელმა გადაიხადა დავალიანება, როდესაც გაცვლითი კურსი Kr0.70:$1 იყო.

20X3 წ. 30 ივნისს დამთავრებულ წელს გაცვლით კურსი Kr.0.75:$1 გახდა

  • მოამზადეთ გაყიდვის სამეურნეო ოპერაციის საჟურნალო გატარებები, რომელსაც განახორციელებს აშშ-ის საწარმო
  • აჩვენეთ, როგორ აისახება 20X3 წელს აპრილში მიღებული ფულადი სახსრები
  • თუ დავალიანება საანგარიშგებო პერიოდის ბოლომდე გადახდილი არ იქნებოდა მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში რა ოდენობის შემოსულობა ან ზარალი აისახებოდა?
  • 20X3 წლის 28 მარტს აშშ-ში დაფუძნებულმა საწარმომ საქონელი Kr200,000 – ად შეიძინა, როდესაც გაცვლითი კურსი Kr0.65:$1 იყო

      20X3 წ. 30 ივნისს დამთავრებულ წელს გაცვლით კურსი Kr0.65:$1 გახდა.

თუ წლის ბოლოს საქონელი არ გაიყიდა და საწარმოს მარაგში დარჩა, რა თანხით იქნებოდა ასახული?

  • საწარმომ მიწა კრედიტში Kr100,000-ად შეიძნა, როდესაც გაცვლით კურსი 1Kr:$0.85 იყო. საანგარიშგებო წლის ბოლოს საწარმოს მომწოდებლისთვის ფული არ გადაუხდია. წლის ბოლოს გაცვლით კურსი 1Kr:$0.92 იყო.
  • ქვემოთ მოცემული რომელი სამი თანხა იქნება ასახული წლის ბოლოს ფინანსურ ანგარიშგებაში?

      ძირითადი საშუალება                                                  $85, 000

       სავაჭრო კრედიტორული დავალიანება                   $85,000

გ       საკურსო ზარალი                                                          $7,000

      ძირითადი საშალება                                                      $92,000

ე       სავაჭრო კრედიტორული დავალიანება                    $92,000

 ვ       საკურსო ზარალი                                                           $ნული

 

შეამოწმე შენი ცოდნა 4

 

  • საქონლის გაყიდვის მომენტში

გადაანგარიშეთ ამონაგები სამეურნეო ოპერაციის შესრულების თარიღისათვის არსებული გაცვლით კურსით: Kr200,000/0.65 = $307,692

დებეტი: დებიტორული დავალიანება   $ 307,692

კრედიტი:  ამონაგები                         $ 307,692

  • გადახდის დროს წარმოქმნილი საკურსო სხვაობის ზარალი = $ 307,692 – $ 285,714 = $ 21,978

 

შემდეგ საჟურნალო გატარებები ასახული იქნება

დებეტი : ბანკი ( რ200,000/0.70 )                           $ 285,714

კრედიტი: დებიტორული დავალიანება             $ 307,692

დებეტი: მოგებისა და ზარალის ანგ.

(საკურსო ზარალი) (დამაბ.ციფრი)    $ 21,978

 

  • $41,025. ფულადი მუხლი უნდა გადაანგარიშდეს საანგარიშგებო წლის ბოლოს არსებული გაცვლითი კურსით:

Kr200,000/0.75 = $ 266,667

 

გადაანგარიშების შედეგად დებიტორული დავალიანების ნაშთი $41,025-ით შემცირდება (და,შესაბამისად, აღიარდება ზარალი საკურსო სხვაობიდან).

 

საჟურნალო გატარება:

 

ზარალი საკურსო სხვაობიდან = $ 307,692 – $266,667 = $41,025

 

დებეტი: მოგებისა და ზარალის ანგ

(საკურსო ზარალი)                               $41,025

კრედიტი: დებიტორული დავალიანება         $ 41,025

 

  • $307,692 საანგარიშგებო თარიღსათვის:

 

საანგარიშგებო თარიღისათვის მარაგის ნაშთი არ გადაანგარიშდება, ვინაიდან მარაგი – არაფულადი მუხლია და ბანლსში მოხდება თავდაპირველი ღირებულებით

საჟურნალო გატარებები:

შეძენის მომენტში:

 

Kr200,000/0.65 = $ 307,692 (დებეტი: შესყიდვები, კრედიტი კრედიტორული დავალიანება)

მარაგი შეფასება შეუცვლელი დარჩება საანგარიშგებო თარიღისათვის

მარაგების შეძენისას ადგილი ექნება გატარებას:

დებეტი: შეძენები (მარაგი)(*1)  $  307,692

კრედიტი: ვალდებულება მომწოდებლებთან     $ 307,692

*1- კომენტარი იხილეთ ტექსტის ბოლოს

კრედიტორული დავალიანების ანგარიში გადაანგარიშდება წლის ბოლოს:

Kr200,000/0.75 = $266,667

შემოსულობა საკურსო სხვაობიდან = $307,692 – $ 266,667 = $ 41,025

 

დებეტი: ვალდებულება მომწოდებლებთან $41,025

კრედიტი: მოგებისა და ზარალის ანგ

(შემოსულობა საკურსო სხვაობიდან)   $ 41,025

 

  • ა,გ,ე. – ამ პასუხის ახსნას ველოდები მკითხველისგან.

 

შეძენის მომენტში:

Kr100,000 x 0.85 = $ 85 000

 

დებეტი: გრძელვადიანი აქტივები             $ 85 000

კრედიტი: კრედიტორული დავალიანება $ 85 000

 

ძირითადი საშუალება – არაფულადი მუხლია და წლის ბოლოს $ 85 000-ად იქნება ასახული. კრედიტორული დავალიანება ფულადი მუხლია საანგარიშგებო პერიოდის (წლის) ბოლოს გადაანგარიშდება:

Kr100,000 x 0.92 = $ 92 000

 

კრედოტორული დავალიანების ნაშთი გაიზრდება $ 7,000 – ით

საკურსო ზარალი = $ 92 000 – $ 85 000 = $ 7 000

 

დებეტი: მოგებისა და ზარალის ანგ

(საკურსო ზარალი)                                 $7,000

კრედიტი: კრედიტორული დავალიანება    $7,000

*1- კომენტარი: დებ   შეძენები 29 608 ლარი”  მარაგების შეძენა ასეთი ფორმით არის განხილული სახელმძღვანელოში. ანუ   წარმოდგენილია აღრიცხვის პერიოსული მეთოდით, მუდმივი (ანუ პირდაპირი) მეთოდით, რომ იყოს წარმოდგენილი, იქნებოდა „დებ მარაგი    29 608 ლარი“. ამ თემას დეტალურად განვიხილავთ მარაგების აღრიცვის დროს.

 

 

Read more

დისკონტის გამოთვლა

დისკონტი სხვადასხვა ლექსიკონშია  ახსნილი. google-ის საძიებო სისტემაში ბევრ მაგალითს იპოვით. ჩვენი მიზანია შინაარსი გავიგოთ. მანამდე ფინანსური ტერმინების მიხედვით ორი განმარტება განვიხილოთ:

  1. თამასუქის განაღდება.
  2. პროცენტი, რასაც იკავებენ თამასუქის განაღდებისას.

თუმცა დისკონტი არამარტო თამასუქის გასანაღდებლად გამოითვლას გულისხმობს. განვიხილოთ მაგალითები და დავიწყოთ თამასუქის განაღდებით.

განვიხილოთ მარტივი მაგალითი: 1

გამარტივების მიზნით, ვიგულისხმოთ თვეში არის 30 დღე,  წელიწადში 360.

გამოშვებული იქნა 75 დღიანი 8 000 ლარის თამასუქი, წლიური 12% განაკვეთით.

თამასუქის  გადაყიდვა  მოხდა  ბანკზე მე-15 დღეს ანუ განაღდებამდე დარჩენილია 60 დღე. ბანკს აქვს პირობა – შეისყიდის თამასუქებს წლიური 15% სარგებლით.

ამოხსნა

  1. მთლიანი გასანაღდებელი თანხა 75 დღის შემდეგ არის 8000*75/365*12%=8200
  2. 15% სარგებელი რომ გამოვთვალოთ 8200*15%/60*360=205
  3. მთლიან გასანაღდებელ თანხას მინუს სარგებელი = 8200-205= 7 995 ლარი

ანუ ბანკი  თამსუქს მე15 დღეს შეიძენს (გაანაღდებს)  7 995 ლარად.

ეს არის მიახლოებითი გამოთვლა. ამ გამოთვლის წესის მიხედვით, გამყიდველი წამგებიან მდგომარეობაშია, მყიდველი (ბანკი) მომგებიანში.  დასარწმუნებლად შემოწმების სახით განვიხილოთ პასუხი. 7 995 *15%*60/360=199,88

8200-199,88=8000,12, მაგრამ გამყიდველი ამ გამოთვლის წესზე, ხშირ შემთხვევაში, თანხმაა.

მათემატიკურად ზუსტი ციფრების დათვლაც შეიძლება: ამ ორი მოქმედების (გამოთვლის) ნაცვლად  „8200*15%/60*360=205“;   „ 8200-205= 7 995 , უფრო ზუსტი იქნებოდა X+X*15%*60/360=8200 – ამოვხსნათ მაგალითი:

X+0.025x=8200   ან ეს მაგალითი ამოვხსნათ    X*15%*60/360=8200

1,025X=8200

X=8 000

შემოწმება: 8000+8000*15%*60/360=8200

რა თქმა უნდა, ესეც მიახლოებითი ციფრია, რადგან ამოცანის პირობა მიახლოებით დაშვებას ითვალისწინებს, თვეში 30  დღე არაა ყოველთვის, წელიწაში კი 365 დღეა და არა 360.

დისკონტის მაგალითებს ქვევით კიდევ განვიხილავთ.

ფულადი სახსრების ნაკადის დისკონტირება  ეს არის მომავალი ფულადი  სახსრების დღევანდელი ღირებულების განსაზღვრა.

განვიხილოთ  მაგალითი:

ამოცანა:  რა თანხა უნდა განათავსოს კომპანიამ საბანკო დეპოზიტზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 8%-ით, რომ მიიღოს 1000 ლარი 1 წლის შემდეგ, 2 წლის შემდეგ, 3 წლის შემდეგ.

შემოვიღოთ  (გავიხსენოთ) აღნიშვნები:

I   პროცენტის სახით დაგროვილი თანხა ვადის გასვლამდე

P  ძირი  თანხა პრინციპალი

S  მთლიანი თანხა ვადის დასრულებისთვის

R  მეასედებში გამოსახული საპროცენტო განაკვეთი 12%=0.12

N  ვადა პროცენტის დარიცხვის  – რაოდენობა.

ამოხსნა:

როგორც ვიცით, რთული პროცენტის ფორმულაა  S=P*(1+R)^N

დეპოზიტზე განსათავსებელი თანხა იქნება P=S/(1+R)^N
1 წლისთვის P=1000/(1+0.08)^1 925.93
2 წლისთვის P=1000/(1+0.08)^2 857.34
3 წლისთვის P=1000/(1+0.08)^3 793.83
შემოწმება მიახლოებით
1 წლისთვის p=925.93*(1+0.08)^1 1 000
2 წლისთვის p=857.34*(1+0.08)^2 1 000
3 წლისთვის p=793.83*(1+0.08)^3 1 000

ე.ი.  1000 ლარი, რომ მივიღოთ ერთ წელიწადში უნდა დავაბანდოთ 8% ანაბარზე 925,93 ლარი. ორ წელიწადში რომ მივიღოთ 1000 ლარი, წლიური  8% განაკვეთით უნდა დავაბანდოთ 857,34 ლარი და ა. შ. გამომდინარე აქედან, 925,93 ლარი არის 1000 ლარის 8% დისკონტირებული (მიმდინარე) ღირებულება ერთი წლის ვადით. ხოლო  857,34 ლარი არის 8% დისკონტირებული ღირებულება 1000 ლარის 2 წლიანი ვადით.

Read more

მარტივი და რთული პროცენტი, დისკონტი

მაგალითები შექმნილია  დამწყები სპეციალისტებითვის,  ბუღალტრებისთვის, ფინანსისტებისთვის, მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტების დასახმარებლად.

წარმოდგენილია მათემატიკური  ტესტების არასრული  ნაწილი, რომელიც ესაჭიროება მაღლააღნიშნულ სპეცილისტებს. გარკვეული დროის შემდეგ ტესტი განახლდება.

მაგალითები არაა განკუთვნილი პროფესიონალთათვის. პროფესიონალთათვის მაგალითები  და ტესტები ცალკე  გამოქვეყნდება, რომლებიც მოიცავს ბუღალტრულ სტანდარტებს და მათ ინტერპრეტაციებს.  აგრეთვე ვგეგმავთ მენეჯერული აღრიცხვის მაგალითების და ფინანსური აღრიცხვის მაგალითების განხილვას, რომელიც დაეხმარება პროფესიონალებს.  განხილული იქნება ACCA  ამოცანებიც.      

პროცენტი.   მარტივი და რთული პროცენტი.  დისკონტი.

ლათინური ასოები გამოყენებულია შემდეგი შინაარსით.

I   პროცენტის სახით დაგროვილი თანხა ვადის გასვლამდე

P  ძირი  თანხა (პრინციპალი)

S  მთლიანი თანხა ვადის დასრულებისთვის

R  მეასედებში გამოსახული საპროცენტო განაკვეთი 12%=0.12

N  ვადა – პროცენტის დარიცხვის  რაოდენობა.

განვიხილოთ მარტივი პროცენტის მაგალითი.

1000 ლარიან საბანკო ანაბარზე, ყოველწლიურად ერიცხება 7%, მიღებული სარგებელი გროვდება ცალკე ანგარიშზე. ცალკე ანგარიშზე დაგროვილ პროცენტს პროცენტი არ ერიცხება. რა თანხა იქნება ანაბარზე: 1 წლის მერე, 2 წლის მერე, 3 წლის მერე.

გამარტივების მიზნით გამოვიანგარიშოთ   პროცენტის სახით დაგროვილი თანხა ვადის გასვლამდე, რომელიიც აღნიშნულია ლათინური ასო I-თი.

I=PNR   ერთი წლისთვის I = 1000*7%*1=,   ორი წლისთვის

1 წლის =1000*7%*1 70
2 წლის =1000*7%*2 140
3 წლის =1000*7%*3 210

განვიხილოთ  რთული პროცენტის მაგალითი 1:

1000 ლარიან საბანკო ანაბარზე, ყოველწლიურად ერიცხება 7%, მიღებული სარგებელი არ გროვდება ცალკე ანგარიშზე და პროცენტი ერიცხება. (იგულისხმება რომ მხოლოდ  წლის ნაგროვ პროცენტს ერიცხება პროცენტი და არა თვის ან დღის ნაგროვებს). რა თანხა იქნება1; 2; 3 წლის შემდგ ანაბარზე.

ამოხსნა: S  მთლიანი თანხა ვადის დასრულებისთვის S=P*(1+R)^N ;    I=S-P

1წლის S’=1000*(1+0.07)^1 1 070.00 I=1070-1000=70 2 წლის S=1000*(1+0.07)^2 1 144.90 I=1144-1000=144 3 წლის S=1000*(1+0.07)^3 1 225.04 I=1225-1000=225    
     
     

განვიხილოთ  რთული პროცენტის მაგალითი 2:

საწარმომ მიიღო საბანკო სესხი  ერთი წლის ვადით 1000 ლარის ოდენობით,  ყოველთვიურად 4% დარიცხვით.  სესხის ძირი და პროცენტიც წლის ბოლოს უნდა გადაიხადოს. რა თანხა ექნება წლის ბოლოს გადასახდელი?  განვსაზღვროთ ნომინალური საპროცენტო და წლიური საპროცენტო განაკვეთი.

მსჯელობა-ამოხსნამდე განვიხილოთ მაგალითი. ყოველი თვის ნაგროვ პროცენტს ძირ თანხასთან ერთად ერიცხება პროცენტი. წელიწადში არის 12 თვე.

ამოხსნა: ჯერ გავიგოთ,  მთლიანი თანხა ვადის დასრულებისთვის

‘S=P*(1+R)^N,      S=1000*(1+0,04)^12 ;  S =1000*(1+0.04)^12;   S= 1 601;

პროცენტის სახით დაგროვილი თანხა ვადის გასვლამდე  I =  S-P,  1 601-1000=601

ნომინალური საპროცენტო განაკვეტი მოცემულია 4%

წლიური საპროცენტო განაკვეთი იქნება 601/1000*100=61%

დისკონტი

დისკონტი სხვადასხვა ლექსიკონშია  ახსნილი. google-ის საძიებო სისტემაში ბევრ მაგალითს იპოვით. ჩვენი მიზანია შინაარსი გავიგოთ. მანამდე ფინანსური ტერმინების მიხედვით ორი განმარტება განვიხილოთ:

  1. თამასუქის განაღდება.
  2. პროცენტი, რასაც იკავებენ თამასუქის განაღდებისას.

თუმცა დისკონტი არამარტო თამასუქის გასანაღდებლად გამოითვლას გულისხმობს. განვიხილოთ მაგალითები და დავიწყოთ თამასუქის განაღდებით.

განვიხილოთ მარტივი მაგალითი: 1

გამარტივების მიზნით, ვიგულისხმოთ თვეში არის 30 დღე,  წელიწადში 360.

გამოშვებული იქნა 75 დღიანი 8 000 ლარის თამასუქი, წლიური 12% განაკვეთით.

თამასუქის  გადაყიდვა  მოხდა  ბანკზე მე-15 დღეს ანუ განაღდებამდე დარჩენილია 60 დღე. ბანკს აქვს პირობა – შეისყიდის თამასუქებს წლიური 15% სარგებლით.

ამოხსნა

  1. მთლიანი გასანაღდებელი თანხა 75 დღის შემდეგ არის 8000*75/365*12%=8200
  2. 15% სარგებელი რომ გამოვთვალოთ 8200*15%/60*360=205
  3. მთლიან გასანაღდებელ თანხას მინუს სარგებელი = 8200-205= 7 995 ლარი

ანუ ბანკი  თამსუქს მე15 დღეს შეიძენს (გაანაღდებს)  7 995 ლარად.

ეს არის მიახლოებითი გამოთვლა. ამ გამოთვლის წესის მიხედვით, გამყიდველი წამგებიან მდგომარეობაშია, მყიდველი (ბანკი) მომგებიანში.  დასარწმუნებლად შემოწმების სახით განვიხილოთ პასუხი. 7 995 *15%*60/360=199,88

8200-199,88=8000,12, მაგრამ გამყიდველი ამ გამოთვლის წესზე, ხშირ შემთხვევაში, თანხმაა.

მათემატიკურად ზუსტი ციფრების დათვლაც შეიძლება: ამ ორი მოქმედების (გამოთვლის) ნაცვლად  „8200*15%/60*360=205“;   „ 8200-205= 7 995 , უფრო ზუსტი იქნებოდა X+X*15%*60/360=8200 – ამოვხსნათ მაგალითი:

X+0.025x=8200   ან ეს მაგალითი ამოვხსნათ    X*15%*60/360=8200

1,025X=8200

X=8 000

შემოწმება: 8000+8000*15%*60/360=8200

რა თქმა უნდა, ესეც მიახლოებითი ციფრია, რადგან ამოცანის პირობა მიახლოებით დაშვებას ითვალისწინებს, თვეში 30  დღე არაა ყოველთვის, წელიწაში კი 365 დღეა და არა 360.

ასევე იხილეთ დისკონტის გამოთვლა

Read more

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის  დადგენა

კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი  არის საპროცენტო განაკვეთი, რომლის გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი და ამ ხარჯების გაწევის პერიოდი;

დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომლის გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მიღებული/მისაღები სარგებელი და აღნიშნული ხარჯების გაწევისა და სარგებლის მიღების პერიოდი;

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

ვიდრე  ეფექტური საპროცენტო განაკვეთს განვიხილავთ განვიხილოთ მარტივი  და რთული პროცენტი

დეპოზიტები

მარტივი პროცენტის მაგალითი

მაგალითი #1

თქვენ განათავსეთ 1000 ლარი ვადიან ანაბარზე ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 10%, პროცენტის დარიცხვა ხდება ვადის ბოლოს და არ გიწევთ რაიმე დამატებითი საკომისიოს გადახდა.

ამოხსნა: 100X10%=10   100+10=110. წლის ბოლოს გვეკუთნის 110 ლარი.

10/1000*100 = 10ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 10%,

——————————————————————————————————–

რთული პროცენტი

მაგალითი #2

თქვენ განათავსეთ 1000 ლარი ვადიან ანაბარზე ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 12%, პროცენტის დარიცხვა ხდება ყოველთვიურად და დარიცხული თანხა ემატება დეპოზიტის ძირითად თანხას. არ გიწევთ რაიმე დამატებითი საკომისიოს გადახდა.

ამოხსნა: წლის ბოლოს მისაღები თანხა იქნება 1000*(1+0.01)^12 = 1 126.83

სადაც 1 126.83-1000= 126,83 იქნება სარგებელი

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი -1000/126,83= 12,68%.

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 12%.

მაგალითი #3

თქვენ განათავსეთ 1000 ლარი ვადიან ანაბარზე ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 12%, პროცენტის დარიცხვა ხდება ვადის ბოლოს. ამასთან, გიწევთ შემდეგი დამატებითი საკომისიოების გადახდა: ანგარიშის მომსახურების საკომისიო – 1 ლარი ყოველთვიურად, თანხის გატანის საკომისიო – 0.5%.

ამოხსნა: სარგებელი ხარჯების გამოკლებამდე 1000*12%= 120

ყოველთვიური ხარჯი 1*12=12

გატანის საკომისიო  (120-12)*0,5%=0,54 ლარი  სულ ხარჯი 12+0,54 = 12,54

ნეტო სარგებელი 120-12,54 = 107,46 ;

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი  107,46/1000*100= 10,75%

მაგალითი #4

თქვენ იღებთ სესხს 1000 ლარის ოდენობით ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 20%, ყოველთვიური შენატანი – 92.63 ლარი.

ამოხსნა

თვის პროცენტი   – (20/12)% = 1.67%

მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია ამოვხსნათ ექსელის ცხრილში.

დარიცხული % გადახდა ძირის გადახდა
1 1 000 16.67 75.96 92.63
2 924.04 15.40 77.23 92.63
3 846.81 14.11 78.52 92.63
4 768.29 12.80 79.83 92.63
5 688.47 11.47 81.16 92.63
6 607.31 10.12 82.51 92.63
7 524.80 8.75 83.88 92.63
8 440.92 7.35 85.28 92.63
9 355.64 5.93 86.70 92.63
10 268.93 4.48 88.15 92.63
11 180.79 3.01 89.62 92.63
12 91.17 1.52 91.11 92.63
111.62  

ჯამში გადახდილი პროცენტი – 111.56 ლარი

გამოთვლა:  ((1+წლიური % / პერიოდის რაოდენობა)^პერიოდის რაოდენობა) -1

შეგვიძლია ფორმულით ამოვხსნათ: ‘(1+20%/12)^12)-1=0,22=22%

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 22 %

Read more

საპენსიო შენატანი

დაგროვებითი პენსია, ზოგიერთი მაგალითის არითმეტიკული  გაანგარიშების განხილვა.

განხილვა ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს.

წითელი ფერით მოცემულია პასუხები.

ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

მაგალითები განხილულია 2019 წლის 12 თებერვლის საკანონმდებლო მდგომარეობით.

კითხვებზე პასუხი:

  1. რა ხელფასს მიიღებს დაქირავებული (თანამშრომელი) 800 ლარის სანაცლოდ, საპენსო შენატანის შემორების შემდეგ. რა თანხა დაჭირდება კომპანიას? როდესაც კომპანია იხდის 2%, ხოლო დაქირავებული თავის გადასახდელ 2%. (იხილეთ ცხრილი A)
  • რა თანხა დაჭირდება კომპანიას, როდესაც 784 ლარს ხელზე იღებს დაქირავებული და ყველა გადასახადს იხდის კომპანია.   (იხილეთ ცხრილი B) შეგიძლიათ ყვითელი ფერის უჯრაში შეიტანოთ ნებისმიერი ციფრი, ხელზე ასაღები თანხა და მიიღებთ პასუხს.
  • 100 ლარი ხელფასის გასაცემათ რა გადასახადებია საჭირო. (იხილეთ ცხრილი G). შეგიძლიათ ყვითელი ფერის უჯრაში შეიტანოთ ნებისმიერი ციფრი, ხელზე ასაღები თანხა და მიიღებთ პასუხებს.

სად გადავრიცხოთ „დაგროვებითი სპენსიო შენატანი“. საბანკო  ანგარიშები:

საქართველოს ბანკი     GE03BG0000000131131564

თიბისი ბანკი                 GE88TB7458336020100010

ვითიბი ბანკი                 GE76VT6600000000253609

ცხრილისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ექსელის ფაილი

ექსელის ფაილი გამოთვლებისთვის (ჩამოტვირთვა)

Read more

დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაცია

რა შემთხვევაშია დღგ-ს ნებაყოფლობითი რეგისტრაცია მომგებიანი (სასარგებლო) და რა შემთხვევაში – არა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მულის მიხედვით, პირს შეუძლია ნებაყოფლობით დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად. ეს იმ შემთხვევას ეხება, როდესაც პირის დასაბეგრი ბრუნვა 100 000 ლარს არ აჭარბებს ნებისმიერი 12 თვის განმავლობაში და ბრუნვა სავალდებულო რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

ზოგადი ინფორმაცია: ქვემოთ მოყვანილი ყველა მაგალითისთვის გამოსადეგია შემდეგი სახის გამოთვლა: შეძენის ფასი 15 ლარი მოიცავს დღგ-ს, ან რეალიზაციის ფასი 20 ლარი მოიცავს დღგ-ს. ამ შემთხვევაში 15 ლარიდან და 20 ლარიდან უნდა განვსაზღვროთ რამდენია დღგ-ს თანხა 2,29 (15*18/118=2,29), ხოლო, ღირებულება იქნება 12,71 ლარი (15-2,29=12,71). 20 ლარიდან, რომ გამოვთვალოთ დღგ იქნება 3,05ლარი (20*18/118=3,05). შემოსავალი იქნება 16,95 ლარი (20-3,05=16,95).

ქვემოთ მოცემული, პირველი სამი მაგალითი მოყვანილია შესწავლის მიზნით, ბოლო, მე-4 მაგალითის ადვილად აღსაქმელად

მაგალითი 1. მეწარმე ყიდულობს საქონელს 15 ლარად და ყიდის 20 ლარად. ყიდულობს პირისგან, რომელიც დღგ-ს გადამხდელი არ არის ანუ 15 ლარი არ მოიცავს დღგ-ს გადასახდს და გამყიდველისგან დღგ-ს ჩათვლას ვერ მიიღებს. დღგ-ს გადამხდელად თუ არ დარეგისტრირდა, მიიღებს 5 ლარს მოგებას,ხოლო თუ დარეგისტრირდა მიიღებს 1,25 ლარს.

იხილეთ გამოთვლები:

ა) როდესაც არ არის დღგს გადამხდელი, მოგება 5 ლარი დარჩება (20-15=5).

ბ) როდესაც დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდება, მოგება 1,95 ლარი დარჩება, რადგან გამოთვლების მიხედვით შემოსავალი იქნება 16,95 (20 ლარს მინუს დღგ (20-3,05) = 16,95. 16,95(შემოსავალს) – (მინუს)15 ლარი (თვითღირებულება) =1,95 მოგება.

ასე რომ, ამ შემთხვევაში პირს არ აწყობს დღგს გადამხდელად დარეგისტრირება.

მაგალითი 2.

მეწარმე ყიდულობს საქონელს 15 ლარად და 20 ლარად ყიდის. ყიდულობს პირისგან, რომელიც დღგ-ს გამხდელია. 15 ლარი მოიცავს დღგ-ს გადასახდს და გამყიდველისგან დღგ-ს ჩათვლას მიიღებს. თუ დარეგისტრირდა გადამხდელად მიიღებს 4,24 ლარს მოგებას. დღგს გადამხდელად თუ არ დარეგისტრირდა მიიღებს 5 ლარს მოგებას. 

განვიხილოთ გამოთვლები: შეძენის თანხიდან – 15 ლარიდან რომ ამოვიღოთ დღგ მივიღებთ თვითღირებულებას 12,71 ლარი (15-2,29=12,71). გასაყიდი ფასიდან 20 ლარიდან ამოვიღოთ დღგ მივიღებთ შემოსავალს 16,95 ლარს (20-3,05=16,95).

16,95-12,71 = 4,24 ლარი. ე.ი. ამ შემთხვევაშიც არ აწყობს დავრეგისტრირდეთ დღგ-ს გადამხდელად. რადგან 5 მოგება მეტია > 4,25 ზე.

მაგალითი 3.

მეწარმე ყიდულობს საქონელს 15 ლარად და 20 ლარად ყიდის დღგ-ს ჩათვლით. მყიდველი დღგ-ს გარეშე არ შეიძენს 20 ლარად, შეიძენს 16,95 ლარად ასეთი ფასია ბაზარზე. ამ შემთხვევაში მეწარმეს აწყობს დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად. რადგან, დარეგისტრირების შემთხვევაში ყიდვა/გაყიდვიდან წამოეშვება 4,25 ლარი მოგება. ხოლო თუ არ დარეგისტრირდება 1,95 ლარი (16,95-15=1,95).

მაგალითი 4.

მეწარმე ყიდულობს საქონელს 15 ლარად და ყიდის 20 ლარად. მომწოდებელი დღგ-ს გადამხდელია და შეუძლია დღგ-ს ანგარიშფაქტურის გამოწერა. მომხმარებლები, იურიდიული პირები, რომლებიც დღგ-ს გადამხდელები არიან ყიდულობენ 20 ლარად დღგ-ს ჩათვლით,რაც თვითღირებულებით მათთვის 16,95 ლარია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დღგ-ს გარეშე 20 ლარად არ იყიდიან. ხოლო ფიზიკური პირები საკუთარი მოხმარებისთვის ყიდულობენ 20 ლარად, რადგან ისინი დღგ-ს გადამხდელები არ არიან და დღგ-ს ვერ ჩაითვლიან.

იმ შემთხვევაში თუ დღგ-ს გადამხდელად მოხდება ორივე სახის გაყიდვიდან განურჩევლად (იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) მოგება იქნება 4,24 ლარი (16,95-12,71=4,24).

იმ შემთხვევაში თუ არ იქნება დარეგისტრირებული პირი დღგ-ს გადამხდელად იურიდიულ პირებზე გაყიდვის შემთხვევაში, მოგება ექნება 1,95 ლარი (16,95-15=1,95), ფიზიკურ პირებზე გაყიდვებიდან ექნება მოგება – 5 ლარი (20-15=5).

მე-4 მაგალითის მიხედვით რომ გაირკვეს ღირს თუ არა დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირება, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რამდენი მყიდველი ეყოლება პირს, რომლებიც დღგ-ს გადამხდელ იურიდიულ პირებს წარმოადგენენ და რამდენი დღგ-ს არგადამხდელ ფიზიკურ პირებს. განვიხილოთ თანაფარდობა: ფიზიკური პირებისგან ერთეულ პროდუქტზე მაქსიმალური მოგება, შეფარდებული იურიდიული პირების ერთეულ პროდუქტზე მაქსიმალურ მოგებასთან 5/4,24 = 1,18. გასათვალისწინებელია სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებიც: როდის მოუწევს პირს დადგეს დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის წესით, მან უნდა გაითვალისწინოს შეძენის, გაყიდვის ფასები და რომელი კლიენტი რა რაოდენობის ჰყავს. გასათვალისწინებელია აგრეთვე, როდესაც დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციას მიაღწევთ რამდენად ადვილია ფიზიკური პირი მომხმარებლებიდან, იურიდიულ პირებზე გადასვლა.

Read more

როგორ დავგეგმოთ გადასახადები

გამოყენებული ტერმინები:

დამატებული ღირებულების გადასახადი – დღგ

სსკ ან სკ „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ ან შესაბამისად საგადასახადო კოდექსი

სტატია განკუთვნილია მენეჯერიბისთვის, იურისტებისთვის, დამწყები ბუღალტრებისთვის.

საკითხები  განხილულია  2019 წლის  12 თებერვლის საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გათვალსწინებით.

როგორ დავგეგმოთ გადასახადები

როგორ დავგეგმოთ დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ).

თემა შედგება 3 ნაწილისგან:

  • როგორ გამოვითვალოთ დღგ-ს ვალდებულება
  • ჩასათვლელი დღგ
  • გადასახდელი დღგ

თავდაპირველად განვიხილოთ

  1. (სსკ მუხლი 169. დღგ-ს განაკვეთები).

განვიხილოთ შემდეგი მაგალითი. მოყვანილ მაგალითში ნაგულისხმევია, რომ გაყიდვები დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება.

პირველ რიგში განვიხილოთ, როგორ  გამოითვლება დღგ-ს გადასახადი.

ა.  განვიხილოთ შემთხვევა- შესაძლოა ვიცოდეთ ნივთის ან მომსახურების გასაყიდი ფასი  დღგ-ს გადასახადის გარეშე. აღნიშნული თანხა არის 100 ლარი, გამომდინარე იქიდან, რომ დღგ არის გასაყიდი ფასის 18%,   დღგ იქნება 18 ლარი (100*18%=18) და შესაბმისად გასაყიდი ფასი დღგ-ს ჩათვლით იქნება 100+18=118 ლარი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოვთვალეთ მყიდველისგან მისაღები თანხა. ამ ფორმით არის წარმოდგენილი დღგ საგადასახადო კოდექსში (სსკ). „დღგ-ს განაკვეთი შეადგენს“ ა) „დასაბეგრი ბრუნვის ან საქონლის ინპორტის  თანხის 18 პროცენტს“.

ახლა კი განვიხილოთ დღგ-ს ჩათვლით გადასახდელი თანხიდან დღგ-ს გამოთვლის წესი:

ბ.  შესაძლოა ვიცოდეთ გასაყიდი ფასი (სრულად გადასახდელი თანხა)   დღგ-ს ჩათვლით და გამოვთვალოთ რამდენია დღგ-ს გადასახადი. მისღები თანხიდან გამოვყოთ (განვაცალკეოთ) დღგ და შემოსავალი (დღგ-ს გარეშე ღირებულება). მაგალითად ვიცით, რომ დღგ-ს ჩათვლით  გასაყიდი ფასია 118 ლარი, დღგ იქნება 18 ლარი (118/118*18=18), ხოლო შემოსავალი იქნება 118-18=100.  ამ შემთხვევაში მთლიან მისაღები თანხის რამდენი პროცენტია დღგ? 18/118*100=15.25423729%. დღგს თანხა შესაძლებელია დავადგინოთ, როგორც პროცენტის ისე პროპორციის გამოყენებით.

გავითვალისწინოთ, რომ დღგ-ს გადასახადის ვალდებულება სსკ  მიხედვით წარმოიშობა რეალიზაციის (მიწოდებისთანავე) ან ავანსის თანხის მიღებისთანავე. ავანსი თუ უსწრებს რეალიზაციას ავანსის მიღებისთანავე.

განვიხილოთ თანხების მოძრაობა დღგ-ს დასაბეგრი ოპერაციების დროს. მაღლა მოყვანილ მაგალითს თუ გავითვალისწინებთ 118 ლარი გაყიდვიდან მისაღები თანხაა,  100 შემოსავალია 18 ლარი დღგ-ს ვალდებულება.

დავაკვირდეთ შემდეგ გარემოებას; 118 ლარს მომხმარებელი გვიხდის და ჩვენ მიღებული თანხიდან ვიხდით გადასახადს. მომხმარებელს ვახდევინებთ გადასახადს მერე ვიხდით. ასეთი ბუნებიდან გამომდინარე დღგ მიეკუთვნება არაპირდაპირი გადასახადების ჯგუფს.  არაპირდაპირი გადასახადი (ტერმინთა განმარტება.  8 მუხლი 3 ნაწილი).

2.   დღგ-ს ჩათვლა. (დღგ-ს ჩათვლა. მუხლი 173).

ჩასათვლელი დღგ ბუნებით იგივეა, რაც წინასწარ გადახდილი გადასახადი, რადგან წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს ამცირებს.

გ) მაგალითი. დღგ-ს გადამხდელისგან  უნდა  შევიძინოთ  საქონლი  590 ლარად.

ფასი მოიცავს დღგ-ს.

გ) მაგალითის გამოთვლები
საქონლის შესაძენად გადასახდლი  თანხა 590
ჩასათვლელი დღგ იქნება =590/118*18 90
საქონლის თვითღირებულება =590-90 500

ჩასათვლელი დღგ შეგვიძლია გამოვითვალოთ პროცენტის დახმარებით. 590*15.25423729%=90

3. გადასახდელი დღგ

 დ) მაგალითი. დღგ-ს გადამხდელისგან  უნდა  შევიძინოთ  საქონლი  590 ლარად და შემდეგ უნდა გავყიდოთ ამავე თვეს (ამავე სააღრიცხვო პერიოდში) 708 ლარად. ფასები მოიცავს დღგ-ს.

დ) მაგალითის გამოთვლები
საქონლის შესაძენად გადასახდლი  თანხა 590
ჩასათვლელი დღგ იქნება =590/118*18 90
საქონლის თვითღირებულება =590-90 500
  გაყიდვიდან ფულის შემოდინება (გასაყიდი საქონლის ფასი იქნება – დღგ-ს ჩათვლით) 708
მათ შორის დღგს ვალდებულება იქნება =708/118*18 108
მოსალოდნელი შემოსავალი =708-600 600
ბიუჯეტში გადასახდელი დღგ (დღგ-ს ვალდებულებას  მინუს ჩასათვლელი დღგ) =108-90 18
ფულის გადინება – საქონლის შესაძენად 590
ფულის შემოდინება – საქონლის  გაყიდვისას 708
ფულის ნაშთი გადახდის და თანხის მიღების შემდეგ იქნება 708-590 118
118 ლარიდან ბიუჯეტში გადასახდელია დღგ 18 ლარი 108-90 18
კომპანიას დარჩება 100
დამატებით შეიძლება აღვნიშნოთ
რეალიზებული საქონლის თვითღირებულება იქნება 500
შემოსავალი რეალიზაციიდან 600
მოგება ოპერაციიდან (შეძენა – გაყიდვიდან) =600-500 100

რეკომენდაცია: ფულადი ნაკადების მოძრაობის დასაგეგმად სასურველია გავითვალისწინოთ დღგ-ს ჩათვლით თანხები, ხოლო მოგების დასაგეგმათ დღგ-ს გარეშე თანხები.

ავტორი : დავით ლომსაძე

Read more